„ეს არ არის სათაკილო...მოვუწოდებ ქართველ ჟურნალისტებსა და კალათბურთელებს საჯაროდ მიმართონ ამერიკელ კოლეგებს"
სოც.მედია - 09:39, 09 Jan, 2017     21600
„გული დამეწვა, ისეთი ცუდი კომენტარები დაწერეს ამერიკელებმა იმის გამო, რომ შუალედური მონაცემებით, ყველა ვარსკვლავის კანდიდატებიდან ზაზამ 440 ათასი ხმა მოაგროვა და წინ გაიჭრა“- წერს სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და ჟურნალისტებისა და ქართველი კალათბურთელების საყურადღებოდ შემდეგ განცხადებას აქვეყნებს.


გოგა ჩანადირი: "
გული დამეწვა, ისეთი ცუდი კომენტარები დაწერეს ამერიკელებმა იმის გამო, რომ შუალედური მონაცემებით, ესა-ს ყველა ვარსკვლავის კანდიდატებიდან ზაზამ 440 ათასი ხმა მოაგროვა და წინ გაიჭრა.

პირდაპირ ამბობენ, ზაზას ფეხი მაინც არ უნდა იყოს "ყველა ვარსკვლავშიო".

ვითომ, რატომ? დიახ, ზაზამ უნდა ითამაშოს ამ პრესტიჟულ შეხვედრაში.

თუმცა, ქომაგთა მხარდაჭერით ზაზამ ბევრი ხმა რომ მიიღოს, საკმარისი მაინც არ იქნება. იმისათვის, რომ კალათბურთელმა ითამაშოს, ახალი წესებით, რომელიც ზაზასთვის შარშან მიცემული ბევრი ხმის გამო წელს შეიცვალა, ქომაგთა გარდა გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა და ესა-ს კალათბურთელებმა უნდა მიიღონ, ანუ - ხმების 50% ქომაგებს ეკუთვნით, 25-25% კი მედიასა და კალათბურთელებს

აქ მივადექი მთავარ სათქმელს:


მე მოვუწოდებ ქართველ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით კი სპორტის თემაზე მომუშავეებს, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილ და მოქმედ კალათბურთელებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვინც ესა-ს დრაფტზე იყვნენ არჩეულები (ვოვა სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია), რომ ამერიკელ კოლეგებს ზაზას მხარდასაჭერად საჯაროდ მიმართონ.
ასევე, ძალიან კარგი იქნება, ხსენებული პირები სოცქსელებში (ფბ, თვითერი, ინსტაგრამი) ზაზას მხარდასაჭერ მოწოდებებსაც თუ გამოაქვეყნებენ.
ეს არ არის სათაკილო და უხერხული.
პირიქით, უკვე პრინციპის საკითხია, რომ ქართველმა "ყველა ვარსკვლავში" ითამაშოს.
ძალა ერთობაშია.
იქნებ, მიმართვის ტექსტი გაკეთდეს" - წერს ჩანადირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42