ნაციონალურ მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები საპარლამენტო გრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ. მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა ნიკა მელია 9 იანვარს, დილის 10 საათზე პარლამენტში წერილობით ფორმით დაიბარეს.
ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ამ ჯგუფმა დემოკრატიული და მორალური სტანდარტების დარღვევით შეცვალა ნაცმოძრაობის საპარლამენტო სია და იქიდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან.
"ამ კონფლიქტის ყველა ეტაპზე, მისი საჯარო სფეროში გამოსვლიდან პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელი ჯგუფი ცდილობდა კომპრომისის მიღწევას. ეს კომპრომისი იქნა უგულვებელყოფილი. ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ, თუმცა ეს კომპრომისი ვერ იქნება ჩვენი ამომრჩევლის ხარჯზე, ჩვენი მხარდამჭერების ხარჯზე და ჩვენი პრინციპების ხარჯზე," - აცხადებს ბიბილაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






