„მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარია“ - ეკა ბესელია გიგი უგულავაზე
პოლიტიკა - 16:34, 07 Jan, 2017     3617

გიგი უგულავას გათავისუფლების საქმეზე ეკა ბესელია კომენტარს აკეთებს. ბესელიას განცხადებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, თუმცა ის სასამართლოს არ გაუმართლებია. ასევე, ეკა ბესელია არ თვლის, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია.

„მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარია, თუმცა ყველა კითხვა, რომელიც კი შეიძლება იყოს და გაჩნდეს გათავისუფლების, ან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს სასამართლოსთან. გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ქართულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მან გარკვეული სასჯელი მოიხადა, თუმცა როგორც ვიცი, გარკვეული ეპიზოდები არის დარჩენილი. სამოხელეო დანაშაულისთვის მას მსჯავრი დაედო, ხოლო სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალა, მე სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ, რადგან არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელითაც ის არ გამართლებულა. მას სასაჯელი, რაც ჰქონდა განაჩენით დადგენილი, შეუმცირდა, თუმცა სამოხელეო დანაშაულში ის დამნაშავედ ცნეს. სხვა საქმეებზე ვერ გეტყვით, რომლებზეც სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

ახლა ისეთი აურზაური ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ მართალი გითხრათ არ მაქვს დიდი სურვილი, დავინახო მათი ხვალინდელი პერსპექტივები რეალურად იმიტომ, რომ ეს ისეთი ეტაპია, რომელიც მე მგონია, რომ იქნება ალბათ, დასრულების ეტაპი“, - განაცხადა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42