აზრთასხვადასხვაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში გრძელდება. პარტიის მმართველ რგოლში მიიღეს გადაწყვეტიელბა, რამდენიმე წევრი საპარლამენტო სიიდან ამოიღონ. აღნიშნულთან დკაავშრებით ისაუბრა „რონიკის“ პირდაპირ ეთერში დეპუტატმა ნინო კალანდაძემ. მისი თქმით, მსგავის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველ რგოლში არსებული ადამიანის პოზიციებისგან განსხვავებული შეხედულებების გამო:
„ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა, მითუმეტეს, რომ მართლაც ფორსირებულ რეჟიმში მოხდა ამ განაცხადის შეტანა, ჩვენ ამის თაობაზე ინფორმირებულები არ ვიყავით, ის წევრები, რომლებიც ამორებულნი ვიყავით სიიდან, პირველ რიგში ეს ვრცელდება ჩემზე, რადგან ჩემზე იყო შეჩერებული სია. აღმასრულებელი მდივანი არ დაგვკავშრებია, არავისთან არ გვისაუბრია, არც განმარტებები მოგვისმენია. ვგრძნობდით, რომ ჩვენს მიმართ უკმაყოფილება პარტიის მმართვლი რგოლის ამ ნაწილში ყოველდღიურად იზრდებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ აქამდე დავიდოდნენ და ამ გადაწყვეტიელაბს მიიღებდნენ, მაშნ როცა მათი ლეგიტიმურობა ძალაშია მხოლოდ ორი კვირა“, - აღნიშნავს კალანდაძე.
კალანდაძე მიიჩნევს, რომ ჯგუფი, რომელსაც პარტიაში აღმასრულებელი ბერკეტები უჭირავს მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა:
„მიზეზები არის ის, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ჯერკიდევ აღმასრულებელი ბერკეტები ხელში უჭირავს, უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა და წევრების პოზიციას. მათ სურვილი აქვთ და მცდელობა ჰქონდათ, ძალაუფლების უზურპირება მოეხდინათ, მათ შორის ყრილობის გზითაც. მაგრამ მას შემდეგ, რაც დამარცხდნენ პოლიტსაბჭოზე და ვერ მოახერხეს ყრილობის იმ სახით ფორმირება, სადაც მათ ექნებოდათ უმრავლესობა და პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყრილობა იქნება მრავალათასიანი დელეგატის მონაწილეობით, სადაც მათ პრაქტიკულად საკუთარი პოზიციების გატანის არავითარი შანსი არ აქვთ. მათ ძალაუფლებას ამით უკვე წერტილი ესმება ყველაზე გვიან ორ კვირაში. შემდგომ აგორდა პროცედურული ომი, სადაც დაიწყეს იმითს აუბარი, რომ ყრილობა იქნება არალეგიტიმური, შემდგომ ეს იყო ალბათ სადამსჯელო ოპერაცია, ამ ფორმით სამაგალითოდ დაგვსაჯეს ის ადამაინები,რ ომლებიც შეეწინააღმდეგნენ მათ“, - დასძენს კალანდაძე.
დეპუტატის თქმით, ოფიციალურიად გაყრის გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება, რადგან პარტიაში მხოლოდ 5-10 ადამიანს აქვს განსხვავებული პოზიცია და 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე მათი გადარჩევა მოხდება:
ოფიციალური გაყრის გადაწყვეტილება ვერ მიიღება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი 33 ათასი რეგისტრირებული წევრი, ისე როგორც ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი და ამომრჩეველი, არის ძალიან მყარ პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან, მის პრინციპებთან დაკავშრებით, ენმ-ს მმართველ რგოლში არსებობს პატარა ნაწილი, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია, პარტიის მმართველობასთან დაკავშრებით, მათი პოზიცია აღარ არის თანხვედრაში მათივე ამომრჩევლის პოზიციასთან. საუბარი პარტიის გაყოფაზე ვერ იქნება. პარტიაში არსებობს უმრაველსობა და უმცირესობა“, - განმარტავს ნინო კალანდაძე.
იგი ასევე მიესალმება გიგი უგულავას გათავისუფლების ფაქტს:
„ცხადია, რომ გიგი უგულავას გამოშვებით ჩვენ ყველა ვართ ზალიან გახარებული, იმიტომ რომ გიგი უგულავა ძალიან უსამართლოდ იჯდა ციხეში და იყო ცალსახად პოლიტიკური პატიმარი, ესეც იყო სადამსჯელო ოპერაცია ბიძინა ივანშვილის. გამიხარდება თუ გიგი უგულავას გათავისუფელბას სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მოყვება და პოლიტდევნილები ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდებიან“, - აღნიშნავს ენმ-ს წევრი.
მასალის გამოყენების პირობები






