„იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ“ - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 12:27, 07 Jan, 2017     6986

სამების საკათედრო ტაძარში დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა იმყოფებოდა, იგი საშობაო წირვას დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას, უგულავამ პოლიტპატიმრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს შობის დღესასწაული მიულოცა:

„მიხარია, რომ დაემთხვა, შობის დღეს გამოვედი საპატიმროდან, პირველ რიგში ვისაც მინდა მივულოცო, არიან ჩემი კოლეგა პატიმრები, პოლიტპატიმრები და სწრაფად გათავისუფლება ვუსურვო. მინდა მადლობა გადავუხადო და ასევე მივულოცო მთელ პერსონალს, რომლებთანაც ორწელიწად-ნახევარი იძულებით მოგვიწია ერთად ყოფნა“, - აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, იგი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, საქართველო სტაგნაციაშია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა:

„იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ. საქართველო სტაგნაციაშია, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა, ეკონომიკა სულს ღაფავს, ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს. ჩვენი მოვალეობაა სამართლიანი, მშვიდობიანი გზით ჩამოვაშოროთ არაფორმალური მმართველი ხელისუფლებას და ქვეყნის განვითარება გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სასჯელი შეუმცირდა, მან 1 წელი 3 თვე და 22 დღე შეადგინა, „ამნისტიის შესახებ კანონის“ შესაბამისად კი უგულავა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გუშინ საღამოს გათავისუფლდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42