დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სასჯელი შეუმცირდა, მან 1 წელი 3 თვე და 22 დღე შეადგინა, „ამნისტიის შესახებ კანონის“ შესაბამისად კი უგულავა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გუშინ საღამოს გათავისუფლდა.
უგულავა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, თბილისის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე არავითარი საკითხი არ განუხილავთ, თუმცა, მას აქვს გეგმა, რომ პარტიის ყველა წევრს შეხვდეს:
„არანაირი საკითხი არ განგვიხილავს, ცოტა დავლიეთ, მივულოცეთ ერთმანეთს შობა, ჯერჯერობით არავითარი გეგმა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ყველას შევხვდე, დაველაპარაკო, თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს ვცდი, დანარჩენი უკვე გამოჩნდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ
მასალის გამოყენების პირობები






