„მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო სასამართლოსკენ თუ რა ვერდიქტს გამოუტანდა იგი გიგი უგულავას, პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ძალიან აქტიური წევრი ნაციონალური მოძრაობისა, სამაგალითოდ დაესაჯა და მიმართა ცესკო-ს მოთხოვნით, რათა ნაციონალური მოძრაობის ეს რამდენიმე წევრი, ამავე დროს პოლიტსაბჭოს წევრი ამოღებულ იქნას ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიიდან. ეს ის წევრები გახლავთ, ვინც ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი 20 იანვრის მოსამზადებელი ყრილობის სამშაოებში. სამწუხაროა, რომ ეს ერთგვარი სადამსჯელო ოპერაცია და მისთვის შერჩეული დრო ბევრისთვის ნათლად წარმოაჩენს ამ მცირე ჯგუფის რეალურ მიზნებსა და ამოცანებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
არსებული ინფორმაციით, სიიდან ამოღებულებს შორის არიან ნინო კალანდაძე, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, დავით კირკიტაძე, ნუგზარ წიკლაური/
მასალის გამოყენების პირობები






