„მე როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და უფლებადამცველი მივესალმები გიგი უგულავას საპატიმროდან გათავისუფლებას, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს , ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტერმინ პოლიტპატიმრის ინფლაციას. პოლიტპატიმარი იყო ნელსობ მანდელა და მაჰათმა განდი. პოლიტპატიმრების საქმეების მიმართ წაყენებული უნდა იყოს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე მე მიჭირს ვისაუბრო პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მასობრივ პროცესებზე. ჩვენთვის გიგი უგულავას საქმე იყო ერთი სისხლისსამართლებრივი საქმე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ დაცული ყოფილიყო გიგი უგულავას უფლებები . უნდა სიფრთხილით მოვეკიდოთ პოლიტპატიმრის იარლიყის დარიგებას. მარტო ის რომ ადამიანი პოლიტიკაშია ჩართული და მის მიმართ არის ბრალი, ამიტომ დავარქვათ საქმეს პოლიტპატიმრების საქმე, მე ამას ვეწინააღმდეგები. მხოლოდ და მხოლოდ ერთი წინადადებისთვის ციხეში ჩასმული ირაკლი ბათიაშვილი იყო პოლიტპატიმარი.“- განაცხადა ანა დოლიძემ და აღნიშნა, რომ იმის გამო რომ ჯერჯერობით საბოლოოდ პროცესი დასრულებული არაა იმ ადამიანებმა, რომლებსაც ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ სასამართლო პროცესზე, თავი უნდა შეიკავონ გიგი უგულავას საქმეზე გარკვეული კვალიფიკაციების და სტატუსების მინიჭებისგან.
მასალის გამოყენების პირობები






