ლანჩხუთის სოფლებს მგლები შეესია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემთხვევა - 17:40, 06 Jan, 2017     4626
ლანჩხუთის სოფლებს მგელები შემოსია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლს მგლები შეესივნენ. დაგლეჯილია რამდენიმე პირუტყვი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მტაცებელი დასახლებულ პუნქტში ჩნდება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„ეზოში დილით ვნახეთ, რომ ძროხა შეჭმული იყო. ხშირია ასეთი შემთხვევი სოფელში. ღამის საათებში თუ გარეთ დაგრჩა პირუტყვი, დამთავრებულია. რა გავაკეთოთ არ ვიცი, მოკლავ დადაგაჯარიმებთო, მივმართეთ შესაბამის უწყებებს და შედეგი არ ჩანს.“- ამბობს ადაგილობრივი მკვიდრი, ჯანგული ჩიჩუა.

„მგელმა სოფელში დიდი ზიანი მოგვაყენა, გავინდგურა პირუტყვი. შესაბამისმა სამსახურა უნდა მიაქციოს ამ საკითხს ყურადღება. მოვკლავთ მტაცებელს, მაგრამ ამბობენ დაგაჯარიმებენო და რა გავაკეთოთ. მაინც და მაინც ადამიანი უნდა შეჭამოს რომ მოკვლის ნებართვა მოგვცენ?“ - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, ეკა ჩიჩუამ. სოფლებში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გარეული ცხოველი სოფელს თავს ესხმის, თუმცა მგლის მოკვლა მათ დიდი ოდენობის ჯარიმის გამო არ შეუძლიათ. მოსახლეობის თქმით, მტაცებელი ცხოველები საღამოს საათებში ხშირად ჩნდებიან, რის გამოც ადგილობრივები სოფლებში სანადირო ჯგუფების შექმნას ითხოვენ. „გუშინ მოვედი და ატირებული დამხვდა ძმიშვილები, ერთი ძროხა მყავდა და ისიც მგელმა შემიჭამაო. არ აკეთებენ ყველაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. რაც შეუძლია აკეთებენ.“ -გვითხრა რომან ჩიჩუამ.

„რომ შემიჭამა და მივედი მთავრობაში რას შვებით-მეთქი, ასე მითხრეს რომ მოკლა მგელი 500 ლარით დაჯარიმდებიო. დაზარალებული ვარ და კიდევ 500 ლარი ვიხადოთ? მთავრობა რომ ხარ რაცხა ხომ უნდა ქნა. ქუჩის განათება გვინდოდა და არც ის გავიკეთეს“. - აცხადებს ადგილობრივი.

„ძალიან დაზარალებულია, თვე არ გავა რომ არ შეჭამოს საქონელი. სოფელში ცხოვრება ისედაც ჭირს და აქ საქონელი თუ არ გყავს რა უნდა გააკეთო? გზები ამორტიზირებულია, ამ საკითხს უნდა მიექცეს ყურადღება.“ - გვითხრა ცისანა ჩხაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42