"ქართულ სატელვიზიო მედია-სივრცეში შემთხვევით არაფერი ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათის იყო და საბჭოს ის წევრები ვინც ხმა ვასილ მაღლაფერიძეს მისცეს არ იყვნენ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების დროს. სამეურვეო საბჭომ გააკეთა ყველაზე ცუდი არჩევანი რომელიც კი შეიძლებოდა გაეკეთებინა და დიდი ნაბიჯი გადადგა რეგრესისკენ.
არჩევნების შემდეგ ტელვეზიებისათვის მიცემულ კომენტარებში ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ პირველ ტურში მე ხმა ნინო ზაუტაშვილს მივეცი (ნინო ზაუტაშვილი და ნათია კუპრაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტი კანდიდატები, თუმცა ხმა მხოლოდ ერთი მქონდა). მეორე ტურში, მაღალფერიძესა და თიკო ბერძნეშვილს შორის არჩევანის გაკეთების დროს ბევრი არაფერი იყო საფიქრალი, მხარი ბერძენიშვილს დავუჭირე. ამავე დროს საბჭოს ერთმა წევრმა ვინც პირველ ტურში ბერძენიშვილს მისცა ხმა, მხარი მაღლაფერიძეს დაუჭირა. ისევე, როგორც საბჭოს იმ წევრმა ვინც პირველ ტურში ნათია კუპრაშვილს მისცა ხმა.
რეალურად იყო შანსი რომ საქმე მესამე ტურამდე მისულიყო სადაც ღია კენჭისყრისას ნახავდა საზოგადოება თუ ვინ ვის მისცემდა ხმას (ან საერთოდ ჩაშლილიყო კონკურსი). ვფიქრობ, რომ საბჭოს უმრავლესობამ ღია კენჭისყრის თავიდან არიდების მიზნით, მეორე ტურშივე მოაგვარა საქმე."- წერს სალაძე ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






