გორში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
პოლიტიკა - 16:05, 06 Jan, 2017     3422

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. ქართველი მშვიდობისმყოფელების გაცილების ცერემონიალი გორში, I ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უსურვა. ღონისძიებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრნენ. ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ქართველი მშვიდობისმყოფელების ოჯახის წევრებიც. ღონისძიების დასასრულს ჯარისკაცები კაპელანმა, მამა გიორგიმ დალოცა.
I ქვეითი ბრიგადის ასეული მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს, როტაციის წესით, ჩაანაცვლებს.

გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა, მაიორ მიხეილ მეზვრიშვილის მეთაურობით, შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს საერთაშორისო მისიას. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საჭიროების შემთხვევაში მოკავშირე და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება იქნება.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მომზადება ასეულმა ჯერ საქართველოში, მანავში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში სამი თვის განმავლობაში ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით გაიარა, შემდეგ კი, - ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე, გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით. ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წვრთნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი. სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42