საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანისა და ხელმძღვანელი ორგანოების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას, კერძოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორს შორის უფლებამოვალეობების მკვეთრ გამიჯვნას.
განხილვის შემდეგ, გადაწყდა, რომ ინიციატივაზე, იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, რაიმე პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქნება და ყველა მხარეს მოუსმენენ.
„რომ არ შეიქმნას რაიმე პრობლემა მართვის ან მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე არ დარჩეს ეს წინააღმდეგობები, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი კომიტეტში, ჩვენ ვიქნებით გახსნილი, რომ არა მხოლოდ წარმომადგენლებს, არამედ სხვებსაც მოვუსმინოთ. სამეურვეო საბჭო ჩაერთოს, სხვა პირები ჩაერთონ, რომ ვიმუშაოთ იმ შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შევიდეს მაუწყებლის შესახებ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






