„მე ვთვლი, რომ საბჭოს საერთოდ თავმოყვარეობა არა აქვს. მათ მიიღეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, ყველაზე უარესი რაც შეიძლებოდა მიღებულიყო. გულწრფელად გითხრათ ძალიან მენანება ის ერთი ლარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვიხდით ამ ორგანიზაციის დასაფინანსებლად. საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, ამ უხარისხო პროდუქტში, ამ უხარისხო გადაწყვეტილებებში, 40 მილიონს ვიხდიდეთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე არ მესმის საბჭოს წარმომადგენლების, თითქოს ეს ადამიანები რაღაც ღირებულებების მატარებლები არიან და ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებებს როგორ იღებენ, ჩემთვის გაუგებარია. მათ ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას. რომ შემძლებოდა სტვენა, დავუსტვენდი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვისმენდი ამ დარბაზში.“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები






