"კვდება საზ.მაუს იდეა... გადაწყვეტილება მიიღო პირადად ბიძინა ივანიშვილმა"- ტაბლიაშვილი მაღლაფერიძის არჩევაზე
პოლიტიკა - 14:07, 06 Jan, 2017     4041
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას ეხმაურება. ტაბლიაშილი ამ პროცესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განადგურებად აფასებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო:

„ვასილ მაღლაფერიძეს დიდი ხანია ვიცნობ.

ბოლოს, რამდენადაც მახსოვს, აგვისტოში შევხვდით ერთმანეთს, შემთხვევით... მარტვილის კანიონზე.

არასოდეს, არც ერთ თემაზე ერთმანეთს არ დავპირისპირებივართ... ის ჩემი ერთ-ერთი პირველი რედაქტორი იყო - გაზეთ კავკასიონში 1995-96 წლებში ვმუშაობდი.

მოკლედ, არასოდეს არ გვქონია მცირე გაუგებრობაც კი.

დღეს მე საზ.მაუწყებელში ვმუშაობ... პროექტი მაქვს - ვექტორი.

არ ვიცი, რას დაუპირებს ახალი გენ.დირი ამ პროექტს... ანუ, მიხურავს თუ არა.

და ამის მიუხედავად, ასე მგონია, რომ ჩემი აზრის დაუფიქსირებლობა, ახლა დადუმება და ა.შ. ჩემგანვეა არასწორი.

დამოუკიდებლად იმისა, რას უზამს ახალი დირექტორი ჩემ პროექტს, ვფიქრობ, გაჩუმება არასწორია.

ჰოდა, შესაბამისად - ბორდის წევრებო, რიტორიკულად გკითხავთ - გჯერათ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება?

გჯერათ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ სოციალ-დემოკრატმა მარინა მუსხელიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება?

რეალურად, ეს გადაწყვეტილება მიიღო პირადად ბიძინა ივანიშვილმა და დამოუკიდებლად იმისა, როგორი დირექტორი იქნება მაღლაფერიძე, უშუალოდ მაუწყებელში ყოველთვის იქნება განცდა, რომ ის მოიყვანეს, თანამშრომლებს თავზე დაასვეს და ა.შ.

არადა, კარგი პროექტები ჰქონდა მაუწყებელს და ახლაც აქვს. არადა, კარგი გეგმები ჰქონდა მაუწყებელს.

ჰოდა, კიდევ ერთხელ ვკითხულობ - რატომ მიიღეთ ეს, პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება? რატომ კლავთ საზ.მაუწყებლის იდეას?.. რატომ ცდილობთ, რომ მაუწყებელი გახდეს დამოკიდებული და დამოკიდებული ხელისუფლებაზე?

კვდება საზ.მაუს იდეა...

ვიქნები მე მაუწყებლის თანამშრომელი თუ არა, ეს იდეა მაინც კვდება.

და ის იოტისოდენა შანსიც კი, რომელიც არსებობდა, აღარ არსებობს.“- წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42