აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას ომბუდსმენი ეხმაურება
პოლიტიკა - 11:07, 06 Jan, 2017     6024
2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტების გაუქმებას, მდინარე ენგურის გამშვები პუნქტის გარდა. 5 გამშვები პუნქტიდან, ერთი - შამგონა-თაგილონის გამშვები პუნქტი 2016 წლის აპრილში გაუქმდა. 29 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტები გაუქმდება. სანაცვლოდ, დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის მკვიდრთ ენგურის ხიდამდე ავტობუსით მომსახურებას სთავაზობს.

სახალხო დამცველის შეფასებით ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით. გამშვები პუნქტების დახურვა ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ გაუმართლებელ დაბრკოლებებს ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებით.

გარდა იმისა, რომ გალის ე.წ. ქვედა და ზედა ზონის სოფლები ენგურის ხიდიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამატებით პრობლემას შექმნის ხიდამდე მისასვლელად. შესაბამისად, მხოლოდ ენგურის ხიდით სარგებლობის იძულება ნიშნავს მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას და გალის მოსახლეობის იზოლაციას. ხაზგასასმელია, რომ ენგურის გამშვები პუნქტი გადატვირთულია და მოსახლეობას საათობით რიგში დგომა უწევს გამყოფი ხაზის გადასაკვეთად. სავარაუდოა, რომ სხვა გამშვები პუნქტების გაუქმება კიდევ უფრო გადატვირთავს ენგურის გამშვებ პუნქტს.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები პუნქტებით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები და პაციენტები და მიღებული გადაწყვეტილებით მოხდება მათთვის განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების შელახვა. ასევე სავარაუდოა, რომ გაიზრდება უკანონო დაკავებებიც, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივები გააგრძელებენ ახლომდებარე პუნქტებით თუ შემოვლითი გზებით სარგებლობას.

ამ პრობლემას ემატება რაიონის შიგნით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაც. გალის რაიონის სოფლებში, ახლად დამატებულ პოსტებზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები დეტალურად ამოწმებენ ადგილობრივთა საბუთებს (ფორმა N 9 ან აფხაზური პასპორტი), რომლებიც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაადგილდებიან. მაგალითისათვის, გალის რაიონის ე.წ. ზედა ზონის სოფლის მაცხოვრებელი სპეციალური საშვის გარეშე ვერ გადაადგილდება გალის ე.წ. ქვედა ზონაში. იგივე წესი ვრცელდება ქვედა ზონის მაცხოვრებლებზეც. რაც შეეხება აფხაზეთის დანარჩენ მოსახლეობას, სპეციალური საშვის გარეშე ისინი ე.წ. სასაზღვრო ზონაში ანუ გალის რაიონის სოფლებში ვეღარ შევლენ. კონტროლის ასეთი რეჟიმი განსაკუთრებულ პრობლემებს შეუქმნის იმ მოსახლეობას, რომელსაც საბუთები მოწესრიგებული არ აქვს.

სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში, ასევე საჯარო განცხადებებსა და ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში, მუდმივად აყენებდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პრობლემას. ომბუდსმენმა არაერთხელ მიმართა მხარეებს შეთანხმდნენ გადაადგილების ისეთ რეჟიმზე, რომელიც არ შელახავს ადამიანის ღირსებასა და უფლებებს. სამწუხაროა, რომ გადაადგილების თავისუფლება არა ჰუმანიტარულ, არამედ პოლიტიზირებულ ჭრილში განიხილება.

ზოგადად კი, გალის მოსახლეობის უფლებების შეზღუდვას წლებია რეგულარული ხასიათი აქვს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ისე რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.

სახალხო დამცველი მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე მხარეებს გადახედონ თავიანთ პოზიციებს და ნუ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო დაამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას და უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42