,,ბაბუ გადარჩება!.. ვარდოსანიძეების ოჯახი სამგორის გამგეობამ მოინახულა, მოხუცს ოპერაცია ჩაუტარდა“
სოც.მედია - 01:55, 06 Jan, 2017     9935
,,სოლიდარობის ფონდი“ ვარდოსანიძეების ოჯახის მოხუცის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მიხეილ ვარდოსანიძეს, რომელსაც ორივე ფეხზე განგრენა აღმოაჩნდა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. ვარდოსანიძეების ოჯახში ცხოვრობს უსინათლო ბებო და 9 წლის ცერებრალური დამბლით დაავადებული მარიამი. ოჯახს უკიდურესად უჭირს. მათ დასახმარებლად თანხა შეგროვდა და მოხუცს ოპერაცია დაუფინანსეს.

,,კარგი ამბავი! ქველმოქმედი ადამიანების შეწევნით, ბაბუს დასახმარებლად შეგროვდა სოლიდური თანხა, ხვალ ნაწილი გადაეცემა მის ოჯახს, შემდეგ ეტაპებზეც გაგრძელდება ფულადი დახმარებები, რომ ბაბუ გამოჯანმრთელდეს და ფეხზე დადგეს ვარდოსანიძეების წაქცეული ოჯახი...

ბაბუს ოპერაციის 90% საყოველთაო დაზღვევამ დააფინანსა, ვიმედოვნებთ, 10%-ს თბილისის მერია და გლდანის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს (ბაბუს რეგისტრაცია გლდნის რაიონში აქვს), ასევე, სამგორის რაიონის გამგეობაც შეიტანს თავის წვლილს.

,,სოლიდარობის სახლი" მადლობას გიხდითთ ყველას, ღმერთმა შეგიწიროთ.

ამ დილით, სამგორის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსმა ნანა გიორგაშვილმა, და ქვემოსამგორის საუბნო განყოფილების უფროსმა ჯუმბერ მილორავამ ვარდოსანიძეების ოჯახი მოინახულა. ჩაინიშნა მათი ყველა პრობლემა. სამგორის გამგეობა, ყოველმხრივ დაეხმარება ვარდოსანიძეებს და მათ ახალ ბედნიერ ცხოვრებას დავაწყებინებთ!...

მადლობა, ქალბატონ ნანა გიორგაშვილსა და სამგორის რაიონის გამგებელს, გიორგი ბაგრატიონს ოპერატიული რეაგირებისათვის.

,,სოლიდარობის სახლი" მადლობას უხდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ღუდუშაურის სახელობის კლინიკის მედპერსონალს, ურთულესი ოპერაცისს წარმატებით დასრულების გამო. მართლაც, შეუძლებელი შეძლეს და ბაბუს, მიხეილ ვარდოსანიძეს, გადაატანინეს ეს უმძიმესი ოპერაცია” - წერს სოლიდარობის ფონდი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42