მიიღებს თუ არა ყოფილი პირველი ლედი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაში მონაწილეობას, ჯერ-ჯერობით უცნობია. რა მიზნით ჩავიდა რულოვსი ზუგდიდში და როგორ ემზადება ენმ-ს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაცია, ,,ნიუპოსტი“ თემის დეტალებზე ზუგდიდის საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ლიდერს ანი წითლიძეს ესაუბრა.
,,სანდრა რულოვსი ჩამოსულია იმის გამო, რომ არჩევნების დროს მოსახლეობამ, რომელმაც მას გადასცა წერილები, მათ ეხმარება. საუბარია მედიკამენტებზე, ოპერაციის დაფინანსებაზე და ა.შ. ეს არ არის მისი პირველი ჩამოსვლა, ხშირად ჩამოდის ხოლმე. რამდენიმე ოჯახს დაეხმარა ამ ჯერადაც“ - აცხადებს წითლიძე.
რაც შეეხება ყოფილი პირველი ლედის დასრებას პარტიის ყრილობაზე, წითლიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ სანდრა რულოვს არ უსაუბრია, თუმცა მისი თქმით, გამორიცხული არაფერია.
,,ყრილობაზე დასწრებასთან დაკავშირებით სანდრა არაფერს საუბრობს თვითონ, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და თან დელეგატებზე ხელმოწერა სანდრას მაინც უწევს, ანუ ამ მხრივ პროცესში ჩართული იქნება“ - განცხადა ანი წითლიძემ.
რაც შეეხება პარტიის სამეგრელოს რეგიონულ ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას, წითლიძე აცხადებს, რომ რაიონული ორგანიზაციები ემზადებიან ყრილობისთვის. ,,დელგატების მობილიზება დაწყებულია“ - აცხადებს წითლიძე. მისივე თქმით, რაინული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და აქტივის უმრავლესობა იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას.
კონკრეტულად ზუგდიდში, წითლიძის თქმით, თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია უმცირესობაში არიან. ენმ-ს წევრი დელეგატებზე ხელმოწერის დეტალებსაც განმარტავს და ამბობს, რომ თუ თავმჯდომარეები ხელს არ მოაწერენ, მაშინ დებულების თანახმად, არსებობს ბერკეტი, კერძოდ კონფერენციის მოწვევის, სადაც დელეგატების სია დამტკიცდება.
,,ხელს მაჟორიტარები აწერენ, ამ შემთხვევაში სანდრა რულოვსი და კონჯრია, მაგრამ უნდა მოაწეროს ასევე პარტიის თავმჯდომარემაც, თუ თავმჯდომარემ არ მოაწერა ხელი, უნდა მოაწროს მაშინ რეგიონულმა კოორდინატორმა, ანუ გუნავამ. თუ დამენია და გუნავა ხელს არ მოაწერენ, დებულების მიხედვით, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, პარტიული აქტივი იწვევს კონფერენციას და იქ დავამტკიცებთ ამ დელეგატები სიას, ისე რომ გვერდს ავუვლით მათ“ - ამბობს წითლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






