„ჯეჯელავამ კომბლესთან ომს თავი დაანებოს და ერთი-ორი წიგნი წაიკითხოს, რა ხდებოდა 2003 წლამდე“ - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 18:54, 05 Jan, 2017     4680
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სოფლებში არსებულ სკოლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინამორბედებმა ამ კუთხით ბევრი პრობლემები გააჩინეს. მისი თქმით, მცირე სკოლებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მისი უწყება.

აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა. როგორც შაშკინი მიიჩნევს, მსგავს სკოლებში პრობლემებს ის ფაქტი ქმნის, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა:

„ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება ჯეჯელავას განცხადებებზე, რადგან ეს ადამიანი ან უცხოპლანეტელია ან საქართველოში არ ცხოვრობდა ან ამნეზია სჭირს. ბოლო ოთხი წელია ეს მთავრობა არის ხელისუფლებაში, არაფერი გაუკეთებიათ და ახლა გაახსენდა, რომ სოფლის სკოლებს პრობლემები აქვს. აქვს ამ სკოლებს სკოლები, რადგან ოთხი წელია არაფერი გაკეთებულა, არც გათბობის სისტემა განახლებულა, არც ახალი სკოლები აშენებულა, ამიტომ ჯეჯელავამ კომბლესთან ომს თავი უნდა დაანებოს. ან სკოლებში წავიდეს და ხალხს დაელაპარაკოს, ან ერთი-ორი წიგნი წაიკითხოს, რა იყო 2003 წლამდე, სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა გაყინული იყო და ბავშვები სკოლებშიც ვერ დადიოდნენ. მთავარი პრობლემა რაც არის არის ის, რომ პედაგოგების კვალიფიკაციის კუთხით ბოლო 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. მსოფლიომ უდიდესი ნახტომი გააკეთა ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველა მეცნიერების მიმართულებით, ჩვენ როგორც ავხტით, ისე დავრჩით ჰაერში. სჯობს ბატონმა ჯეჯელავამ არა კომბლეს, არამედ მიხედოს იმას, რაშიც ძალიან მაღალ ხელფასს იღებს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42