„თქვენ ხართ ყოფილი პოლიტიკოსი, თუ არსებობენ ყოფილი პოლიტიკოსები, არ ვიცი. ნუ ეს დანაშაული კი არ არის, უბრალოდ მინდა მაყურებლისთვის იყოს ცნობილი. ჯერ იყავით „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი, შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, შემდეგ გუბერნატორი და ამის შემდეგ ”მეცხრე არხის”, ასევე პოლიტიკური მიზნებით შექმნილი ტელევიზიის - დირექტორის მოადგილე და GDS-ის 2030-ის გენერალური პროდიუსერი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ მიმაჩნია დანაშაულად ცხადია, მაგრამ თქვენ გაქვთ თქვენი გამოკვეთილი პოლიტიკური აფილაცია და პოლიტიკური სიმპათიები.
მაგალითად, აგვისტოში როდესაც დაიწყო საარჩევნო კამპანია თქვენ წამოხვედით ჯიდიესიდან. არჩევნების წინა დღეს გამოაქვეყნეთ დიდი პუბლიცისტური წერილი, რომლითაც მხარს უჭერდით მმართველ პარტიას. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი იყოთ და ამაში მე მხარს დაგიჭერდით, მაგრამ როდესაც ასეთი პოლიტიკური გამოცდილების და მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური სიმპათიების მქონე ადამიანი მოდის საზოგადოებრივ მაუწყებელში და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა უნდა, დიდი კითხვის ნიშანი მიჩნდება. თქვენ ბევრი ისაუბრეთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა უნდა მოიპოვოს, სწორედ შესაძლოა სწორედ ამ ნდობას დაარტყას თქვენმა პოლიტიკურმა წარსულმა. როგორ შეძლებთ გადაეწყოთ ამ თქვენი პოლიტიკური წარსულიდან და არსებული სიმპათიებიდან და საინფორმაციო სამსახური იყოს ობიექტური. მაგალითად თქვენ როდესაც იყავით ჯიდიესის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ის არ იყო ობიექტური. ამაზე ნათქვამია მედიამონიტორინგის ბევრ ანგარიშშიც.“- განაცხადა მსხილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






