გაზის გაზრდილი გადასახადი - რას პასუხობს "ყაზტრანსგაზი" და "სემეკი" მოსახლეობის პრეტენზიებს
პოლიტიკა - 12:45, 05 Jan, 2017     27808
2016 წლის ბოლოს მიღებულმა ბუნებრივი აირის გადასახადის ქვითრებმა დედაქალაქის მოსახლეობას კითხვები გაუჩინა. მოქალაქეების თქმით, ზოგ შემთხვევაში დანახარჯი 100 %-ით არის გაზრდილი. აბონენტების ნაწილი ბუნებრივი აირის დანახარჯის ცვლილებას უხარისხო ბუნებრივი აირით ხსნის, ნაწილი კი გაზმომარაგების კომპანიის მხრიდან მანიპულაციებს ეჭვობს.

აღნიშნულ ფაქტს ყაზტრანსგაზ-თბილისი გამოეხმაურა, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ განმარტა: „2016 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბ მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ნოემბერში მიღებული იყო 82 მლნ კუბ მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში მიღებული და რეალიზებული ბ/აირის მოცულობამ შეადგინა 97 მილიონი კუბ. მეტრი. მიმდინარე წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა 26%.

აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის კვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის დეკემბერთან შედარებით.

ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, შესაბამისად დეკემბრის თვეში მოხმარებული ბ/აირი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე. ნებისმიერ აბონენტს, დაინტერესების შემთხვევაში საშუალება აქვს თვითონ იანგარიშოს მოხმარებული ბ/აირის მოცულობა და საფასური.
ხოლო, თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში შეუძლია მოგვართოს კომპანიის ცხელ ხაზზე 240 40 04 ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეუმოწმებენ აღრიცხვის კვანძს.“

ბრიფინგის დასრულების შემდეგ ნინო თურმანიძემ პასუხი გასცა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, კერძოდ:
ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ტარიფი არ გაზრდილა, რაც აბონენტებს მარტივად შეუძლიათ იხილონ ქვითრებზე.
ამ ეტაპზე კომპანიას სემეკში ტარიფზე განაცხადი შეტანილი არ აქვს.
გაზის ხარისხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” გაზს აწვდის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც ყოველდღიურად ამოწმებს გაზის ხარისხს და ინფორმაციას ათავსებს თავის საიტზე. დღეს საქართველოში შემოსული გაზის ხარისხი შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს.

მოსახლეობის პრეტენზიებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გამოეხმაურნენ. სემეკის განცხადებით გაზის სექტორში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში შუძლიათ კომისიას განცხადებით მიმართონ ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე - 2420180. კომისია მათ საკითხებს ინდივიდუალურად შეისწავლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42