„ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს თამაზ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა. როგორც ჟორჟოლიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იგი გათავისუფლებული პირების რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ გამგეობაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რადგან 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები და სახელფასო ფონდი შემცირებულია:
„რიცხვს არ ვადასტურებ, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ არ არის დასრულებული და არ გვაქვს დაზუსტებული. ზოგადად ადმინისტრაციის ხარჯები მცირდება 2017 წლის ბიუჯეტში, მათ შორის სახელფასო ფონდიც მცირდება, უფრო მოქნილი რომ იყოს, ხელისუფლების ეფექტიანობის გასაზრდელად ხდება ეს ყველაფერი, ვცდილობთ მაქსიმალურად უმტკივნეულო პროცესი იყოს, გავითვალისწინებთ პროფესიულ უნარჩვევებს, მხოლოდ 2017 წელზე არ არის გათვლილი, წლებზეა გაწერილი ეს პროცესი. რიცხვი არ ემთხვევა, თუმცა შემცირებების პროცესი მიმდინარეობს. დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება ზუსტად რა და როგორ იქნება“, - განაცხადა თამაზ ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






