„ნიუპოსტთან“ საუბრისას ელისაშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანია შეცდა, როდესაც მოსულიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების პარალელურად მას პრემიები გამოუწერა, ამისთვის კი თბილისის მერმა ბოდიში უნდა მოიხადოს.
„მე ნარმანიასგან მოვითხოვ გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა, ასევე გაუქმდეს არქიტექტურის სამსახურში არსებული ე.წ. ზონალური საბჭო. ეს არის ჩაწყობის, მამაძაღლობის და დედაქალაქის მტრობის ბუდე. ასევე ნარმანია გამოვიდეს და აღიაროს, რომ მოსულიშვილი იყო მექრთამე და მას შეეშალა, როდესაც იგი მადლობებით, ბოდიშებით გაუშვა და პრემია გამოუწერა ამ მექრთამეს, როდესაც სამსახურიდან ათავისუფლებდა, გამოვიდეს და აღიაროს, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა" - აცხადებს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილმა მერიის შიდა აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო ბიუჯეტს ნახევარ მილიონიანი ზარალი მიადგა.
მასალის გამოყენების პირობები






