"უსინდისობაა პატიმრობაში მყოფი ადამიანის ბედით მანიპულირება ვიწროპარტიული აღტკინებისთვის"
პოლიტიკა - 20:45, 04 Jan, 2017     8750
დედაქალაქის ყოფილი მერის სასამართლო პროცესს სააპელაციო სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცლეებულ მოსაზრებებს, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია სოციალურ ქსელში ეხმაურება. გიგი უგულავასა და ხელისუფლებას შორის არსებულ გარიგებაზე გაჟღერებულ განცხადებებს, ბექა ბასილაია უსინდისო ცილისწამებას და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ადამიანის ბედით მანიპულირებას უწოდებს:

„დღეს გიგის პროცესი იყო აპელაციაში. ვიღაცეები წერენ თურმე გიგი მთავრობას გაურიგდა და ათავისუფლებენო.

უსინდისო ცილისწამება !!!

მე ვიცავ გიგის და ვიცავ ბევრ სხვა ჩვენს პოლიტიკურ დევნაში მყოფ მეგობარს და თანამებრძოლს, მათ შორის ზოგი პატიმრობაშია, ზოგი დევნილობაში, ზოგის პროცესები მიმდინარეობს. არის პროცესები, სადაც გარკვეულ წარმატებებს ვაღწევთ, ხელშესახებ შედეგებს ვიღებთ და ეს ნიშნავს, რომ გარიგებაში ვართ მთავრობასთან ? ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გიგის დაპატიმრება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ 2014 წლის ივლისამდე ვერ მოახერხეს, და რა, 2014 წლის ივლისამდე გარიგებაში ვიყავით? გიგის ერთი დღით გამოყვანა როცა მოვახერხეთ, გარიგების შედეგი იყო?

უსინდისობაა პატიმრობაში მყოფი ადამიანის ბედით მანიპულირება ვიწროპარტიული აღტკინებისთვის.

გიგის გარიგებაზე საუბრობენ და ავიწყდებათ, რომ

ყრილობის ჩამტარებელთა შორის არიან ადამიანები, ვის მიმართაც პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა, მაგრამ სასამართლომ გირაო შეუფარდა და ერთი დღეც არ მჯდარა გიგისგან განსხვავებით, და მათზე ვთქვათ რომ გარიგებულები არიან? ხომ უსინდისობა იქნება ამგვარის დაშვებაც კი?!

ენმ-ში არიან ლიდერები, ვის მიმართაც სასამართლო პროცესები წლებია ჭიანურდება და თავისუფლებაში არიან, ამორალური არ იქნება მათ ივანიშვილთან გარიგებაში ყოფნა დავწამოთ?!

ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც არაერთი გამამართლებელი განაჩენი დადგა. იმაზე დიდი უნამუსობა რა იქნება, რომ გარიგება დავწამოთ?!

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გიგის პროცესი, უსინდისობაა გარიგება დასწამო ადამიანს, ვინც წლებია უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ბოლომდე თავისი თანამებრძოლების გადარჩენაზე ზრუნავდა, ვინც პროცესებს ესწრება, კარგად იცის ეს.

ასევე, ყველამ კარგად იცის, რომ გიგისთან დაკავშირებით დიდი საერთაშორისო ზეწოლაა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი განცხადებებიც ამაზე მეტყველებს და ენმ-ს გულწრფელ მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ გიგი თუ გათავისუფლდება.

ჩვენი ამოცანა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ზრუნვა უნდა იყოს და არა შეთქმულების თეორიების თხზვა და ბინძური ცილისწამებები. მე არ ვიცი რას აკეთებდნენ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ის ხალხი, ვინც დღეს გიგის ცილს სწამებს, მაგრამ ვიცი, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ გიგის და არამხოლოდ გიგის თავისუფლებისთვის და მთავრობასთან გარიგებაზე ცილისწამება ჩემი პირდაპირი შეურაცხყოფაა და შეურაცხყოფაა ჩვენი პოლიტპატიმრების.“- წერს ბექა ბასილაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42