„არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას“ - გიგი უგულავამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა
პოლიტიკა - 17:59, 04 Jan, 2017     3295

სააპელაციო სასამართლო „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე მსჯელობს, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის განაჩენი უკვე არსებობს. სხდომის ფარგლებში, გიგი უგულავამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მისი განზრახვა არ ყოფილა, ადამიანთა დასაქმება პარტიული ნიშნის მიხედვით:

"თბილსერვისის ეპიზოდზე ვისაუბრებ და მასზე გავაკეთებ ფოკუსირებას. მქონდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე რაღაც თვალსაზრისით სამართლებრივ ნარატივს გვთავაზობს. როდესაც ამ საქმეზე გამოძიება დაიწო, მაშინვე ვთქვი, ეს ხალხი მე დავასაქმე. როგორ წარმოგიდგენიათ ხელი გავიშვირო ვიღაცისკენ, მოადგილე იქნება თუ სხვა ვინმე. ეს 700 კაცი მე დავასაქმე. არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას. გარდა იმისა, რომ სამართლებრივი ასპექტები არსებობს, არსებობს მორალური ასპექტებიც. თუ რამე არასწორი გაკეთდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.

განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია, თუმცა სხვანაირად გამოვიდა. ადამიანს, როდესაც სახელმწიფო უხდის ხელფასს და ის მიდის მოქალაქესთან და პარტიულად ელაპარაკება, ეს ძალიან ცუდია. მე ვერ ავლაგმე ეს ცუდი პრაქტიკა. მე რომ მიზანი დამესახა ადმინისტრაციული ორგანოს და პარტიის გამიჯვნა, გამომივიდოდა, არ მოვინდომე. ეს ჩემამადეც ასე იყო და ახლაც ასე გრძელდება. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამას არ მივაქციე ყურადღება, რომ საჯარო მოხელე საჯარო მოხელე ყოფილიყო და პარტიული - პარტიული. ფაქტია, რომ ეს ნაწილი ჩემი საქმიანობის იყო ჩემი სუსტი რგოლი, მე ამას ვაღიარებ, რომ დამესახა მიზნად რაღაც დონეზე მე ამას შევცვლიდი.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული და ასე გამოვიდა. ცუდია? კი ძალიან ცუდია. შევთანხმდეთ ერთ რამეზე, სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებული ადამიანები თუ პარტიულები არიან, ცუდია, მაგრამ ეს ჩემი ბრალიცაა. ეს ჩემი საქმიანობის მინუსია. საბჭოთა ტრადიციიდან მოდის ქვეყანა, ზღვარი წაშლილი იყო. ეს ინერცია სამწუხაროდ, მოდის დღესაც, ეს არ შეცვლილა არც 90-იანებში, არც ჩვენ დროს არ დავისახეთ მისი გარდატეხა.

მე ეს პრობლემა ვერ მოვაგვარე. ნებისმიერ ადამიანს კარზე რომ დაუკაკუნებ და ეტყვი მერიის თანამშრომელი ვარ და თან აგიტატორი ხარ, ცუდია. ეს ჩემი შეცდომაა და ვაღიარებ. არ მივაქციე სამწუხაროდ ყურადღება. ეს მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა სამწუხაროდ. ამოცანა მქონდა, დამეცვა ამ რუტინული დაკითხვებისგან ჩემი თანამშრომლები და მეორე ამოცანა - სწორი მიმართულებით ყოფილიყო ბრალდებები და არ ვყოფილიყავი ნაძვის ხესავით დახუნძლული. არასწორია, როდესაც სახელმწიფო გიხდის ხელფასს და თან გეუბნება პარტიული ინტერესები გაატარეო, მაგრამ, ეს არ არის გაფლანგვა. არ გავურბივარ მე ამ პასუხისმგებლობას, რასაც არასდროს და ვერასდროს ვერ მივიღებ, არის გაფლანგვის მუხლი. არც 3047 სარგებელი მიმიღია," - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ წუთებში კოლეგია სათათბიროდ არის გასული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42