"ენმ"-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია სერგო რატიანის განცხადებას ემიჯნება
პოლიტიკა - 16:04, 04 Jan, 2017     5199
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის წერილს ეხმაურება პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ენმ-ს მთავარ ღირებულებებიდან გადახვევად აფასებს.


,,ბატონ სერგო რატიანს!

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, კვლავ დადგა ისტორიული არჩევანის წინაშე...

დღეს, როდესაც რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა, გაყალბებული არჩევნები, კიდევ ერთხელ გვიქმნის რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნის საფრთხეს....

ქვეყანაში დასავლური ღირებულებების მქონე ერთადერთი მთავარი ოპოზიციურ ძალა, რომელსაც მართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა - წინ აღუდგეს ამ ყველაფერს - გახლავთ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

სამწუხაროა როდესაც ამ პარტიის ვიწრო ჯგუფი, მათ შორის აღმასრულებელი მდივანი, ცალსახად ეჭვქვეშ არ აყენებს 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას და მიგვანიშნებს 20 იანვრის ყრილობის "იურიდიულ ჩიხზე".

მიგვაჩნია, რომ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ამომრჩეველთა პარტია და აქ გადაწყვეტილებას იღებს მისი უზენაესობა- ხალხი.

მიგვაჩნია რომ, "ენმ"-ის ყველაზე მთავარი ღირებულება, ეს არის დემოკრატიული პროცესები რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ჩვენი პარტიის ყველა წევრი მიუხედავად მისი რეგალიისა თუ სტატუსისა.

2016 წლის 30 ნოემბერს პოლიტსაბჭომ განსაზღვრა ყრილობის ჩატარების წესი და თარიღი!!!

დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ამ დემოკრატიული წესით განსაზღვრული ყრილობის იურიდიულ "ლაფსუსებზე" საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, იმ ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია, რა ღირებულებებზეც იდგა და დგას ჩვენი პარტია...

"ენმ" აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია ცალსახად ემიჯნება ამ განცხადებას და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში.

ერთადერთი ძალა, რომელიც დაასრულებს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ქვეყანაში, გახლავთ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , რომლის ყრილობაც გაიმართება 20 იანვარს, სრულიად კანონიერად და სამართლიანად.

ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების აზრს და არ შეაფერხებთ პროცესებს, ვინაიდან დრო არ ითმენს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ - ნათქვამია ემნ-ს აჭარი რეგიონული ორგანიზაციის საპასუხო წერილში, რომელიც ლევან ვარშალომიძის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.

დღეს ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა. როგორც რატიანის წერილშია აღნიშნული, იმის გამო, რომ ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი წესების დარღვევით მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42