„20 იანვრის მასშტაბური განახლების ყრილობისთვის მზადება არ შეგვიწყვეტია თვით ახალი წლის დღეებში.
პარტიულ ორგანიზაციათა უდიდეს ნაწილს უკვე განსაზღვრული და გადმოგზავნილი აქვს დელეგატთა სიები.
ყრილობის დელეგიტიმაციის და საბოტაჟის ნებისმიერი მცდელობა მიმართულია პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეთა და ნაციონალური მოძრაობის ათასობით წევრის წინააღმდეგ და თანხვდება ივანიშვილის სურვილს, დაასუსტოს მთავარი ოპოზიციური ძალა.
კარჩაკეტილობა და კულუარული მართვა აფერხებს ჩვენს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმთან.
პარტია უნდა განახლდეს და დაუბრუნდეს მის მფლობელს - ჩვენს აქტივისტებს და ასობით ათას მხარდამჭერს.
განახლების ყრილობა გაიმართება 20 იანვარს, თბილისში.
ძალა ერთობაშია!“- წერს ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ, ენმ-ს აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა. როგორც რატიანის წერილშია აღნიშნული, იმის გამო, რომ ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი წესების დარღვევით მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური.
მასალის გამოყენების პირობები






