,,ვისაც უნდა, შეეწიროს პატრიოტიზმს, მე კი ამას არ ვაპირებ“ - ემიგრანტის წერილი, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა
სოც.მედია - 11:33, 04 Jan, 2017     30643

ერთ-ერთი ემიგრანტის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა პოსტის ავტორი გააკრიტიკა და ქვეყნის უმადური შვილი უწოდა. „ქართველობა სულში უნდა გქონდეს და არა პირადობაში, თუმცა ზოგს არც სული აქვს, არც გული, არც სიყვარული, არც ნოსტალგია და არც მონატრება“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ კომენტარში.

„უკვე 2 წელია, იტალიაში ვარ და ქართული არაფერი მომნატრებია. აქ თითოეულ ჩვენგანს ისეთ ადამიანურ პირობებში უწევს ცხოვრება, რომ თუ თავში ტვინი გაქვს, საქართველოში დაბრუნებაზე არც იოცნებებ. მხოლოდ ეგ არის, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები მენატრება, თორემ სამშობლოსკენ ალბათ, არასდროს გავიხედავდი. ადამიანისთვის სამშობლო ისეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც არსებობისთვის გამუდმებით ბრძოლა არ გიწევს, ჩემს ქვეყანაში კი ზოგი ისე კვდება, ხორცის გემო ენატრება. აბა, თითოეულმა თქვენგანმა გულში ჩაიხედოს და ისე მიპასუხოს, – ბოლოს როდის ჭამეთ ხორცი, რომელიც თუ არ ვცდები, 15 ლარი ღირს? ბოლოს როდის იყიდეთ შოკოლადი, თუნდაც – ერთი კილო საკუთარი თავისთვის და არა იმ პატარებისთვის, რომლებსაც თავს დაჰფოფინებთ, მაგრამ მაინც, ბევრი რამ აკლიათ?..
ვიდრე იტალიაში წამოვიდოდი, ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა სამშობლოს მიტოვება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბოლო წუთებში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სამშობლოდან შორს მყოფმა ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება; რას ნიშნავს, როცა სუნთქვას არავინ გიშლის და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ გწყევლიან თუნდაც, იმისთვის, რომ შემთხვევით, მკლავით შეეხე მოქალაქეს. აქ ყველა იღიმის, იქ კი შეჩვეული ვიყავი ამღვრეული სახეების ყურებას და მეც დამდუღრულივით, სულ კოპებშეკრული დავდიოდი. იტალიამ ღიმილი მასწავლა. აქ მივხვდი, რა დიდი ბედნიერებაა, როცა არ გიწევს იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვის მეზობლები შენზე.

ასე რომ, მე მიყვარს იტალია! ეს ქვეყანაა ჩემი სამშობლო, რადგან გულში ჩამიკრა, მაგნიტივით მიმიზიდა და აქედან ჩემს გაშვებას არც აპირებს. საქართველო კი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება იმ ნაცრისფერ ქვეყნად, სადაც ხალხი გამუდმებით ჭიანჭველასავით შრომობს, ირევა და მაინც, უმარილოდ ცხოვრობს; იმაზე მეტს ექაჩება, ვიდრე შეუძლია და ამიტომაც, გამუდმებით რაღაც აწუხებს, მაგრამ მისთვის ექიმთან მისვლა ფუფუნებაა იმიტომ, რომ ვირულ შრომაში “კაპიკს” უხდიან.
ჰოდა, ვისაც უნდა, შეეწიროს პატრიოტიზმს, მე კი ამას არ ვაპირებ.“

ლელა, 32 წლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42