„რა მექნა, მეც ვნახე ვერა ბრეჟნევას და ვალერი მელაძის დუეტი. გულისამრევი კიჩია - მაგრამ ამ შეფასების გაკეთება დროის დაკარგვად არ ღირს“ - წერს სოციალურ ქსელში გია ნოდია და პოსტის წერაში დროს მაინც კარგავს.
გია ნოდია: „მთავარია, რომ ის კულტურულ-პოლიტიკური მითის რეპრეზენტაციაა. პეროიან და არც ისე პეროიან ქართველებს გვიტყდება, რომ ოცდაჩვიდმეტრუბლიანი გადაფრენის შემდეგ რუსი დიაცის საშოში ჩაკარგვის მითი კვლავ იზიდავს ქართულ სექსო-პოლიტიკურ ფანტაზიას და ათასობით „ლაიქად“ განსხეულდება.
ისიც გასაგებია, რომ ეს პერფორმანსი პირველ რიგში სულელ ქართველებზე გამიზნული პროპაგანდა გვგონია და მთლად მტყუანი არა ვართ. მაგრამ ის შიდარუსული მოხმარებისთვისაცაა გამიზნული. ჩიტო-გვრიტო გრუზინი რუსული მითიცაა, და მათაც აქვთ მასზე რეალური ნოსტალგია.
ქართულ-რუსული ურთიერთობა მარტო გეოპოლიტიკა არაა, სექსოპოლიტიკაცაა. როცა რუსი პოლიტილოგები ამერიკელებს ეუბნებიან, რაც ჩემი ყურითაც მაქვს მოსმენილი: ‘we don’t like it when Americans get into bed with us and Georgians” (ანუ არ მოგვწონს, როცა ჩვენ და ქართველებს ლოგინში გვიწვებითო), ეს მეტაფორა შემთხვევითი არაა. ამერიკა, აცალე ვერას ჩიტო-გვრიტოსთან სექსი!“
მასალის გამოყენების პირობები






