საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის აქტუალური თემაა. აღნიშნულთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდანვე კომენტარები კეთდება. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ არსებულ ფონზე, პრეზიდენტმა შესაძლოა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს.
გია ვოლსკი დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, პრეზიდენტის გადადგომა გამართლებული არ არის, ამ თემაზე საუბარი კი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
„მოწოდებასავით გაჟღერდა, დანარჩენი დათოს კითხეთ, მე ასე გავიგე, ვფიქრობ რომ უსაფუძვლო და არაკონსტრუქციულია, ქვეყნისათვის დამაზიანებელი იქნება ამ მოვლენების ასე განვითარება, ახალი დაძაბულობების სცენარისკენ მოწოდებაა და არა საექსპერტო ანალიზი, იმ პარტიებს და იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ, შესაძლოა მათთვის იყოს ეს სცენარი მისაღები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






