„მე ველოდები და მზად ვარ ყველაფერისთვის აბსოლუტურად, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჩემი კანდიდატურა წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის ყველაზე კარგია. მე გასულ კანდიდატებს სიამოვნებით შევთავაზებდი, რომ მოვითხოვოთ შედეგების გასაჯაროება, მე მაინტერესებს ვინ მომცემს მე ხმას და ვინ მისცემს სხვას, დაასაბუთონ რა კრიტერიუმებით გადაწყვიტეს რომ ეს ადამიანი შეიძლება გახდეს გენერალური დირექტორი. აქ არ არის საუბარი გენერალურ დირექტორობაზე, აქ არის საუბარი ადამიანზე, რომელმაც უნდა შექმნას საზოგადოებრივი ტელევიზია, იმიტომ, რომ ჩვენ წლებია ერთი და იგივე შეცდომებს ვიმეორებთ, ვწერთ ფანტასტიურ კონცეფციებს და როგორც წესი ამ კონცეფციებს დღის სინათლე არ ეღირსათ და ფურცელზე დარჩა.“- განაცხადა ზაუტაშვილმა.
ნინო ზაუტაშვილის თქმით საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან.
მასალის გამოყენების პირობები






