„აუცილებლად უნდა შევძლოთ და მოვაშოროთ ეს ხორცმეტი“
სოც.მედია - 15:02, 03 Jan, 2017     13825

„რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ჩვენი არ არის, არ არის ჩვენგან...

ხოდა, გავიღვიძოთ! გამოვფხიზლდეთ! ვიბრძოლოთ!“- წერს სოციალურს ქსელში ცნობილი ახალგაზრდა პოეტი თორნიკე ნაროზაული.

თორნიკე ნაროზაული: „მე მინახავს ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანები.
მაშინ, როცა გარშემო ყველაფერი მძულდა და სასმელი იყო ერთადერთი (დროებითი) ტკივილგამაყუჩებელი - მე ვხედავდი მათ სიყვარულს და ვგრძნობდი, რომ გული კიდევ მიცემდა.
მაბრუნებდა მათი სიყვარული ჩემს თავთან, რომელსაც ყოველდღე ვკარგავდი.
მათ წარმოდგენაც არ ჰქონიათ ამის შესახებ.

და მინახავს, როგორც ყველა სიკეთეს, ამ სიყვარულსაც, როგორ ებრძოდა კაცობრიობის ყველაზე საშინელი მტერი!
ის, ვინც ღალატის გამო დაეცა, ვინც სიყვარულის ღმერთს უღალატა და დღემდე ღალატობს.
ვინც ტკბება დაცემული სულების ხილვით.
ვინც ხარობს, როდესაც ხედავს, რომ როგორც მან უღალატა სიყვარულს, სიყვარულის ღმერთის შვილებიც ასევე ღალატობენ.
ის ამით ტკბება და ივსება.

ამიტომ, ყველაფერს აკეთებს, რომ ორ შეყვარებულ ადამიანს შუაში ეკალივით ჩაუყენოს სიტყვა "ღალატი".
მინახავს, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი - ადამიანები, რომელთა სიყვარულიც ჩემი სინათლე და ერთადერთი იმედი იყო, როგორ შორდებოდნენ ერთმანეთს.
მერწმუნეთ ამაზე საშინელი სანახაობა არ არსებობს ალკოჰოლიკი პოეტისთვის.
და სწორედ ამ დროს, გამახსენდა იოანე ოქროპირის სიტყვები, რომ როგორც ცეცხლს ვერ შეაკავებს ხმელი ფიჩხი, არამედ უფრო გააძლიერებს, ასევე ვერანაირი წინაღობა ვერ შეაკავებს სრულყოფილ სიყვარულს.

ჩვენ ხშირად ვკარგავთ თავს. მითუმეტეს, როცა არც გვიპოვნია ის.
ვაკეთებთ ისეთ, რამეებს, რასაც არასდროს გავაკეთებდით.
ვტკენთ მათ, ვინც ყველას და ყველაფერს გვირჩევნია ამ ქვეყნად.
და ვხედავთ ამ დროს, როგორი მახინჯები ვართ, თითქოს ხორცმეტივით გამოვეზარდეთ საკუთარ თავებს.

დამიჯერეთ, მართლაც ასეა და აუცილებლად უნდა შევძლოთ და მოვაშოროთ ეს ხორცმეტი ჩვენს გონებას, გულს, სულს, ცნობიერებას, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია.
ძლიერი მტერი გვებრძვის, მაგრამ მოკავშირედ დაუმარცხებელი არსება გვყავს.
რომელმაც თქვა და იქმნა ნათელი!

რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ჩვენი არ არის, არ არის ჩვენგან.
ხოდა, გავიღვიძოთ! გამოვფხიზლდეთ! ვიბრძოლოთ!
არ არსებობს ამ ქვეყნად ქრისტიანზე ძლიერი ადამიანი!
მითუმეტეს, სრულყოფილი სიყვარულის მქონე ქრისტიანზე.
აუცილებლად უნდა შევძლოთ ამ ბრძოლის მოგება!
აუცილებლად უნდა გადავრჩეთ!
სხვა გზა არ გვაქვს!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42