„უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ დელეგაცია შედგება ორივე პარტიის წარმომადგენლებისაგან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი.
დღევანდელ დღეს, გარდამავალ პერიოდში, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ემზადება ოფისში შესასვლელად, სწორედ ამ დროს, ასეთი ვიზიტი და ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ძალიან ღირსეული და მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია.
დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ამ თანამშრომლობის, უსაფრთხოების გარემოს და ეკონომიკური ურთიერთობის გასაძლიერებლად.
საუბარი შეეხო იმას, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და ჩვენი ურთიერთობის განვითარება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






