,,ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი არის მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოსთვის“ - ბოკერია
პოლიტიკა - 12:15, 02 Jan, 2017     5270
ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტის ფარგლები, დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალიტებს განუცხადა, საუბრის მთავარი თემა იყო რუსეთი და ქვეყნის შიდა პრობლემები - რუსთავი 2-ის საქმე და პოლიტპატიმრების საკითხი.

”სენატორ მაკკეინის, სენატორ გრაჰამის და დემოკრატი სენატორი კლობუჩარის ჩამოსვლა არის ჩვენთვის ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ძალიან სარისკო საერთაშორისო ვითარებაა ყველასთვის, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით სარისკო ვითარებაშია. ახალი ადმინისტრაციაა აშშ-ში, რომლის პოლიტიკა არ არის გამოკვეთილი ჯერ მკაფიოდ და ასეთი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში არის მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენი ვალია, გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რუსეთზე, ქვეყნის შიდა პროცესებზე და სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი.

ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ”რუსთავი 2-ზე”, პოლიტიკური დევნის საკითხზე და პოლიტიკურ პატიმრების საკითხზე. დემოკრატიული ცვლილებების საკითხი გადაბმულია უსაფრთხოების საკითხთან. ზიანი ივანიშვილისგან ძალიან დიდია, თუმცა, ამ დონის პოლიტიკოსების ვიზიტი, იმედი გვაქვს, ხელს შეუწყობს, ნაკლები ზიანით გაიაროს საქართველომ ეს პერიოდი”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42