#ერთმანეთისთვის ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა! - პრეზიდენტის მილოცვა საქართველოს მოსახლეობას
პოლიტიკა - 00:23, 01 Jan, 2017     3273

#ერთმანეთისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა.

“ჩემო თანამემამულენო, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენო მშობლებო, შვილებო, დებო და ძმებო, ჩემი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებო მინდა მოგილოცოთ ახალი წელი!

2017 წელს ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა.

დღეს მე მინდა გითხრათ, რომ ის ძალა, რომელიც ამ პრობლემებს დაგვაძლევინებს, ყველაზე მეტად ჩვენში, ქართულ საზოგადოებაშია; ჩვენს უნარში გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთის პრობლემები გავიზიაროთ, ჩვენი ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა.

დღეს მე გადავწყვიტე, რომ ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად მოგილოცოთ, ვინც მაგალითია ამ თვალსაზრისით.

იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველგვარი ანგარების გარეშე საზოგადოებას, მეზობლებს, მეგობრებს, სახელმწიფოს ემსახურებიან თავიანთი იდეებით, იმ პოზიტივით, რაც მათ გააჩნიათ და იმ მომავლის იმედით, რომელიც ყოველთვის ჩვენს ქვეყანას შველოდა და აძლიერებდა. დღეს ჩვენთან ქველმოქმედი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ მათი მეშვეობით, ჩვენი საზოგადოების სიძლიერის მეშვეობით ჩვენ ყველაფერს დავძლევთ!

გილოცავთ ახალ, 2017 წელს!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლო მიმართვაში.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო მიღებაზე საქართველოში ქველმოქმედ ადამიანებს, საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლებს, ქველმოქმედ ბიზნესმენებს და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს უმასპინძლა, რომლებიც სხვადასხვა სოციალური საჭიროებების მქონე პირებს ეხმარებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ იმ უანგარო საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევიან და მომავალ წელს წარმატებები უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42