შემოსავლების სამსახური რუსთავი 2-ის მიმართვაზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 22:15, 30 Dec, 2016     8025
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიმართავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,შპს „სამაუწყებლო კომპანია 2-ის“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებულ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოების და პირველ რიგში, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს:

შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის 27 აგვისტოს. დღეს არსებული მდგომარეობით, კომპანიის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს. ამ ეტაპზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გატარებული არ არის.

ამასთან, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ: დღეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არის უწყება, რომელიც ერთი მხრივ ორიენტირებულია კანონის მოთხოვნათა აღსრულებაზე, მეორე მხრივ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს.

აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ თავად კომპანიის მიერ წარდგენილი ოფიციალური წერილების საფუძველზე, სამჯერ გადაუვადა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადა.

შპს „სამაუწყებლო კომპანია 2-მა“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს პირველი ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მომართა და ითხოვა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა 22 ოქტომბრამდე არ განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ „სამაუწყებლო კომპანია 2-ის“ მიერვე დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 481 869 ლარს. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გადამხდელის ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. კომპანიამ აღნიშნული საგადასახადო დავალიანება დაფარა.

გადამხდელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ასევე, ოფიციალური წერილის საფუძველზე იგივე თხოვნით 2016 წლის 17 ნოემბერს მომართა და ვადის გადაწევა 26 ნოემბრამდე მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა, თუმცა ამჯერად, "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ მითითებულ ვადაში საგადასახადო დავალიანება ვერ დაფარა.

მესამედ, სამაუწყებლო კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წერილით 2016 წლის 28 ნოემბერს მომართა და მოითხოვა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა არ განხორციელებულიყო 2016 წლის 10 დეკემბრამდე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ აღნიშნული დავალიანება არ დაფარულა და 15 დეკემბერს, კომპანიას დაერიცხა ახალი ვალდებულებები. სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამ ეტაპზე, კომპანიის დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უწყებამ სამივე შემთხვევაში იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით და იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო გადამხდელის საქმიანობა, არ განახორციელა შპს „სამაუწყებლო კომპანია 2-ის“ საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, შპს „სამაუწყებლო კომპანია 2“-მა იგივე შინაარსის მოთხოვნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საშუალებით, საჯაროდ გაავრცელა. თუმცა, ამ შემთხვევაში გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის, ოფიციალური წერილით არ მოუმართავს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცნობიერებს მედიის როლს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების საქმეში. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების მობილიზება, ამასთან, დაიცვას თითოეული კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესი. რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია არსებობდნენ პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებზეც არ გავრცელდება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მომართავს ოფიციალური წერილით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა და წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების დაფარვის ზუსტ გრაფიკს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წინადადებები და იმსჯელოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადის გადავადების თაობაზე“ -ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42