ლარის თვითმკვლელობის გარდა, 2016, საქართველოს უახლეს ისტორიაში შეიძლება, კიდევ ერთი - „დაშლილების წლის“ მეტსახელითაც შევიდეს. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში მოსულ-წასული აქამდეც ბევრი გვინახავს, მაგრამ ის, რაც 2016-ში მოხდა, აშკარად „მეორედ მოსვლა“ იყო - 8 ოქტომბერის მეორე დღეს, გაიღვძეს თუ არა, პოლიტიკოსებმა სულ ბითუმად და „ბღუჯა-ბღუჯად“ გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკა დაეტოვებინათ, თუმცა თუ ვინმე „წლის დაშლილის“ ნომინაციას დააწესებს, ეს ჯილდო, კონკურენციის გარეშე, მსოფლიო ბანს გადაეცემა: პაატა ბურჭულაძის პარტიის დაშლა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და ბოლოს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბანზე ხუმრობა-ხურმობაზე გაჩნდა. ყველაზე პოპულაური ხუმრობა კი ასეთი გახლდათ: ბურჭულძეს ელიავას ბაზრობის დაშლილებში ეძებენო.
ასევე, სოციალურ სქელში „ღადაობდნენ“, ვინც ბურჭულაძის პარტიიდან ბოლოს წამოხვალთ, შუქი ჩააქრეთ, წერსო.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ბანი ახლახან მიხვდა, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში არაა და ისევ დიდ სცენას დაუბრუნდა.
დაშლას ვერც „თავისუფალი დემოკრატები“ გადაურჩნნენ, ვერც - „რესპუბლიკელები“ და ვერც კიდევ - „ნაცები“. ზოგადად, 2016-ის ერთ-ერთ მთავარ სკანდალად შესაძლოა, „ნაცმოძრაობაში“ დაწყებული განხეთქილება მივიჩნიოთ, რომლის შესახებაც „ნიუპოსტმა“ დეტალურად ორი დღის წინ ისაუბრა და, შესაბამისად, ამ თემას აღარ განვავრცობთ.
ახლა, რაც შეეხება ლარის „საუკუნის დაცემას“, ჯერ კიდევ არჩევნებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ 8 ოქტობრის შემდეგ ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდს მოხნიდა. მართალია, ხელისუფლება ამ მოსზრებას არ იზირებდა, მაგრამ უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ ლარი, პრიციპში, გაკუპონდა. სხვდასხვა ვერსიით, ლარის „გაკუპონება“ ჩვეულებრივი ფინანსური მაქინაციაა, რომლითაც რამდენიმე ადამიანმა „მოშნი“ ფული იშოვა.
ამასთან, არსებობს კულუარული ვერსია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ლარის გაუფასურება, რომელსაც, უდავოდ, ობიექტური მიზეზებიც ახლდა, პოლიტიკური ინტრიგების ჭრილში უნდა განვიხილოთ, ანუ ლარის დაცემის პარალელურად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქრთველოში შემოსვლას დიდი რუსული ფინანსური ორგანიზაცია „ალფა ბანკი“ აპირებს. მართალია, ეს ცნობა ეროვნულმა ბანკა არ დაადასტურა, მაგრამ „ალფა“ რუსული სახელმწიფო ბანკია. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მის უკან რუსული სპეცსამსხურები დგანან. შესაბამისად, „ნიუპოსტის“ წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ლარის ტრაგედიით ბაზრის „მოსუფთავება“ სწორედ „ალფა ბანკისთვის“ ხდება, ანუ თუ „ალფა“ საქართველოში მართლა შემოვა, მაშინ არაა გამორიცხული, რომ მან ქართული კომერციული ბანკების წილები შეისყიდოს, რითაც მთელ ქართულ ფინანსურ სექტორს ხელში ჩააგდებს და გააკონტროლებს. ამის შემდეგი ნაბიჯი კი, ალბათ, სხვა სტრატეგიული ობიექტების შესყიდვა-შეძენა იქნება.
„ეს ტიპური ეკონომიკური ექსპანსია იქნება, რაც ომზე უარესია,“ - აღნიშნავს „ნიუპსტთან“ საუბრისას კონფიდენციალური წყარო, რომელსაც სპეცამსახურის მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ, ალბათ, 2016 წლის მიწურულს ეკლესიაში დაწყებული, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობა. ზოგადად, ეს სენსიტიური თემაა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეკლესია, რომელიც საქართველოში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს, ჩვენდამი მტრულდ განწყობილთა ინტერესს მუდამ წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. „ნიუპოსტი“ არაფერს ამტკიცებს, მაგრამ ისტორია მოწმობს, რომ იგივე გეორგევსკიის ტრაქტატის შემდეგ, რუსულმა იმპერიამ ერთ-ერთი პირველი იერში სწორედ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე მიტანა და ავტოკეფალია გაუუქმა. ახლაც არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ კრემლი ცდილობს, ქართული ეკლესია რაღაცანაირად რუსული ეკლესიის იურისდიქციაში მოაქციოს...
ამავე კონტექსტში ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016-ში ქართული პოლიტიკის ე.წ. დასავლური ფლანგი, პრინციპში, იმპოტენტი გახდა, ანუ თითქმის ყველა პარტია, რომლის საგარეო ორიენტირი ევროატლანტიკური ალიანსია, რაღაცნაიარად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერი ეს მიზამიმართულად გაკეთდა და იგვე „თავსუფალი დემოკრატებიდან“ ზოგიერთის გადაბირების პროცესი კარგა ხანი მიმდინარეობდა.
მაგალითდ, ვიქტორ დოლიძემ, რომელმაც 8 ოქტომბრის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებაში ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტი მიიღო, ეს მოსაზრება შეიძლება, არ გაიზირიაოს, მაგრამ მაინც არსებობს კითხვის ნიშანი. კერძოდ: რამდენიმე წლის წინ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ იმ მოტივით დატოვეს, რომ მისი საგარეო კურსი ჩრდილოეთისკენ იხრებოდა. მაშინ ბატონი დოლიძე მართლმორწმუნე „თავისუფალი დემოკრატი“ იყო. გასაგებია, რომ ახლა ამ პარტიის წევრი აღარ არის, მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს გვაინტერსებს: როდის იყო გულწრფელი - როცა „ოცნების“ დასავლურობას ეჭქვეშ აყენებდა თუ ახლა, როცა „ოცნების“ ნაწილი გახდა და ამბობს, რომ ხელისუფლება დასავლეთისკენ მიისწრაფვის?
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 იმედგაცრუების წელი იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ოცნება“ არჩევნების წინ პირობას დებდა, რომ მილიონ თუ არა, ათასობით სამუშაო ადგილს მაინც შექმნიდა. ამას გარდა, მმართველი გუნდი თავს იმითაც იწონებდა და იწონებს, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი ფაბრიკა-ქარხანა გუგუნებს, მაგრამ წლის ბოლოს ასეთი რეალობის წინაშე დავდექით: თურმე, ნუ იტყვით და, საბიუჯეტო ორგანიზაციები „ბალასტით“ ყოფილა სავსე. ამიტომ, ყველა ან თითქმის ყველა საბიუჯეტო სტრუქტურაში მასობრივი შემცირებები დაიწყო, თუმცა ამ შემცირებას ოპტმიზაციას ეძახიან. ადამიანისთვის, რომელიც უსამსახუროდ დარჩება, მნიშველობა არ აქვს, შემოსავალის დაკარგვას შემცირებით „გაუპრავებენ“ თუ ოპტმიზაციით. ისე, თუ ეს უწყებები „ბალასტით“ იყო სავსე, საინტერესოა, ხელისუფლებამ ეს მაინცდამაინც არჩევნების მერე როგორ და რატომ აღმოაჩინა, თუ მანამდეც იცოდა, მაგრამ 8 ოქტომბრამდე ხალხის განაწყენებას და ხმების დაკარგვას მოერიდა?
ამგვარად, ათწლეულების წინ ერის უგვირგვინო მეფედ აღიარებული ილია ჭავჭავაძის სიტყვები 2016-2017 წლების მიჯნაზეც ისევ აქტუალურია: „რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!“ დიახ, ვერაფრით გაგახარებთ, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი იმედით ცხოვრობს. ჩვენ თუ არა, იმედი პრემიერს მაინც აქვს და სწამს, რომ 2017 წელი უმაგრესი იქნება. უმაგრესობისა რა გითხრათ, მაგრამ მადლობლები უნდა ვიყოთ, თუ სული არ გაგვძვრება და 2017 წლის 31დეკემბერს ისევ ვიტყვით: „რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!“
ასეა თუ ისე, დამდეგ 2018 წელს გილოცავთ! შეიძლება, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ეს სიტყვებიც, ქართული ზღაპრებისა არ იყოს, „გაატრიზაოს“, მაგრამ მაინც გეტყვით: ხვავს, ბარაქასა და ბედნიერებას გისურვებთ!
ერთმანეთს 2018-ში შევხვდებით!
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






