„ამდენი თვით ადრე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის უბრალოდ უარის თქმა იმაზე, რომ ჩვენი ინტერესები იქ იყოს ასახული. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც თავდაცვის მინისტრი თავდაცვის მინისტერიალს არ დაესწრო, ეს არის საგანგაშო და არასწორი განცხადება,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ექსპერტის ნოდარ ხარშილაძის, თქმით, სამიტი ქვეყნის ხელმძღვანელის დონეა და მსგავსი ტიპის განცხადებებს არა თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტი ან პრემიერი უნდა აკეთებდეს.
„ძალიან საგანგაშო ტენდენციაა, ჯობია დროზე გავარკვიოთ, საქართველო ნატო-ში ინტეგრაციას აგრძელებს და არ ვართ დინებას მიყოლებულები, რასაც ჰგავს ძალიან ეს,“- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
საქართველო ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ლევან იზორიას განმარტებით, მომავალი სამიტი სიმბოლური ხასიათის იქნება და ვიწრო ფარგლებში ჩატარდება, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






