IX მოწვევის პარლამენტმა 2016 წლის ბოლო ბიუროს სხდომა გამართა. სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს ახალისაკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო, მათ შორის, სასესხო ხელშეკრულებები „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორისსასესხო შეთანხმება (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6) და „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი) N1 ცვლილების შეთანხმება“. წარმოდგენილ საკანონმდებლოინიციატივებზე ბიურომ წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.
საორგანიზაციო საკითხების განხილვისას ყურადღება „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა დასაქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანისსაკითხზე გამახვილდა, რომელის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წარმოადგინა. საარჩევნო სისტემის და მაჟორიტარული წესით არჩეულიპარლამენტის წევრების ცვლილებების გამო დეპუტატების ბიუროს ყოველთვიური დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა: თითოეულ საარჩევნო ოლქშიგანთავსებულ ბიუროს ყოველთვიურად 4300 ლარი გამოეყოფა, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტისტერიტორიაზეა განთავსებული ყოველთვიურ დაფინანსებას თითო დამატებით მუნიციპალიტეტზე 2390 ლარი დაემატება. აღნიშნულ ცვლილებებთანდაკავშირებით დამატებითი განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ქვეყნის მასშტაბით 73 ბიურო ფუნქციონირებდა და გამომდინარე იქიდან რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა სავალდებულო წესით საჭირო გახდა ბიუროებისრაოდენობის გაზრდა. ანუ თითო მაჟორიტარზე იყო ერთი ბიურო, გარდა ამისა, იმ რაიონებში სადაც არ აირჩევა ცალკე მაჟორიტარი საჭირო გახდა ბიუროებისშენარჩუნება. ასეთი შემთხვევა გვაქვს 22 რაიონში და ნაცვლად არსებული 73-სა, იფუნქციონირებს 95 ბიურო. წინა დებულების თანახმად, თითოზეგათვალისწინებული იყო 5 ათასი ლარი თვეში, ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვეზარდა ადმინისტრაციული ხარჯები და იმ ბიუჯეტის ფარგლებში დავრჩენილიყავით,რომელიც წინა დებულებით იყო განსაზღვრული.
ამან ცალკეული ბიუროების ხარჯის შემცირება გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ სამართლიანი ფორმულა არის შემოთავაზებული, როდესაც ვრჩებით იგივებიუჯეტზე, რომელიც გვქონდა წინა წლების განმავლობაში და ახალი ცვლილებებით ეს თანხები სამართლიანად გადანაწილდა მაჟორიტარ დეპუტატებსა დაბიუროებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხდომის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები






