„ის არ განიკითხება, რადგან არ განუკითხავს.“ - ასე ასრულებს თავის პოსტს ახალგაზრდა პოეტი სოციალურ ქსელში. თორნიკე ნაროზაულის მიერ განთავსებულ სიტყვებს უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა.
„რას ფიქრობს კაცი,
რომელიც ნაძალადევის მეტროსთან წევს,
ჩემს 1200 ლარიან აიფონზე.
მოღალატე ქმრების მოღალატე ცოლებზე.
ღარიბი ღმერთის მდიდარ მსახურებზე.
სუტინიორებსა და ნარკო დილერებზე,
ღამის ოთხ საათზე
სახლში მიმავალ
მოკლე კაბიან გოგოებზე.
ღამის ოთხ საათზე სახლიდან გამოსულ
მოკლე კაბიან გოგონებზე.
არაფერს.
ეს კაცი მხოლოდ ერთ ყლუპ არაყზე ფიქრობს,
რომ არ გაიყინოს.
ის არ განიკითხება.
რადგან არ განუკითხავს.“
სოფო ქვაჭრელიშვილი: რამდენისგან მსმენია მაგათთვის ფულის მიცემას ვთქვათ ლეიკემიით დაავადებულებს ჩაურიცხო სჯობსოო და როცა მიდიხარ ქუჩაში წინ ყინვისგან გალურჯებული ხელგაშვერილი ვინმეა აიი რატოომ უნდა დავიწყო ფიქრიი ვის მეტად სჭირდება,,ვინ აფერისტობს და ა.შ არ მესმის... შენი სიკეთე ქენი შენს გზაზე და გაიარე.. ვინ იცის, იქნებ იმ გაყინულს უფრო ნაკლები სიცოცხლე დარჩენია....
მასალის გამოყენების პირობები






