სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიას აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები წარუდგინა
პოლიტიკა - 13:49, 30 Dec, 2016     1645
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„განვლილი ოთხი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მკაფიოდ განსაზღვრა ხედვა, რაც კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს; სამინისტროს მიერ ასევე განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაც, რომელიც განვითარების სტარტეგიასთან სრულ თანხვედრაშია. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. ყველა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგარარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურენო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას.

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:

· პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა

·მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია

· წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

· ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება

·საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა

პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს პირველადი წარმოების ხარისხობრივ და რაოდენობრივ, მათ შორის, მეხორცული და მერძეული საქონლის ჯიშებისა და ნათესი კულტურების ჯიშების გაუმჯობესებას, მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მოცულობის ამაღლებას.

მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემუშავებული პროგრამებით, ხელს შეუწყობს პირველადი წარმოების პროდუქციისათვის დამატებული ღირებულების შემქმნელი ტექნოლოგიების დანერგვას; შემნახველი, დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამამუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას.

წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან საწარმოების, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისთვის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის მხარდაჭერა. ყველა საწარმო, რომელსაც გადამამუშავებელი და შემნახელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება, დანერგავს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სტანდარტის დანერგვის 80%-ს აფინანსებს, აქედან 30%-ს სახელმწიფო, ხოლო 50%-ს დონორი ორგანიზაცია ფარავს, ბენეფიციარს მხოლოდ 20%-ის გადახდა უწევს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „დანერგე მომავალის“ და პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებსაც დაეხმარება GLOBAL GAP-ის პირველადი წარმოების სტანდარტის დანერგვაში. GLOBAL GAP-ის შემთხვევაში, 50%-ს ბენეფიციარი აფინანსებს, ხოლო 50%-ს დონორი (USAID/REAP) ორგანიზაცია.

ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული სამმართველოებისა და მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების გაძლიერებით, უზრუნველყოფს ფერმერთათვის აუცილებელი ცოდნის მიწოდებას როგორც აგრონომიული და ვეტერინარული, ისე აგრობიზნესის წარმოებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა

ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გახსნილია მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, იზრდება აზიურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარობა და, შესაბამისად, ექსპორტი.

აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყენებილი იქნება შემდეგი ინსტრუმენტები:

ერთიანი აგროპროექტი, რომელიც გულისხმობს იაფ საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის, აგროდაზღვევის, მექანიზაციის ხელმისაწვდომობის პროგრამებს და საგრანტო დაფინანსების სპეციალიზებულ მოდელებს.

2017 წლიდან დაიწყება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი საკრედიტო რესურსების გამოყენებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის. ინვესტიციების სრულად განხორციელების შემდგომ, ყოველწლიურად შეიქმნება დამატებით 100 მილიონი ლარის მოცულობის დამატებული ღირებულება.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, 2017 წლიდან დაიწყება მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენისა და მექანიზაციის სერვისის მიმწოდებელთა ძლიერი რგოლის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

საგრანტო დაფინანსების სპეციალუზებული მოდელების გამოყენებით: გაშენდება ახალი ბაღები (პროექტი „დანერგე მომავალი“), მოხდება არსებული ხეხილის ბაღების განახლება (სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR), რომელიც აქტიურ ფაზაში 2017 წლიდან შევა (პროექტის 2 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 6,5 მლნ ლარით), მოსავლის აღების შემდგომი დამზადება-გადამუშავება (გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი), ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება (ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“)

ფერმერთა კოოპერაცია

განხორციელდება კოოპერატივების შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. (დღესათვის, საქართველოს მასშტაბით, კოოპერატივებში მოზიდული კაპიტალი 29.2 მლნ ლარია).

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რესურსების გაერთიანებაში დაეხმარება საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე მოთხოვნადი ისეთი პროდუქტების მწარმოებლებს (მათ შორის თაფლის), რომლებიც ცალკე ძალებით ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, ხოლო გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება შედეგების მიღწევა.

ასევე დაგეგმილია ალპური მესაქონლეობის განვითარების მიზნობრივი პროგრამები.

ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

განხორციელდება სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის მასშტაბური პროექტები

მარკეტინგული მხარდაჭერა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერთა აგრობაზრების და ბაზრობების, ფესტივალების (ღვინისა და ყველის) ორგანიზებას.

საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას გაუწევს დეგუსტაციებს, კონკურსებს, ღვინის საერთაშორისო კონფერენციებს, გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2017 წელს დაგეგმილია მარკეტინგული ღონისძიებები ჩინეთში, იაპონიაში, სინგაპურში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

დაგეგმილია ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნა, რომელიც განახორციელებს ქართული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების განვითარება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს რეგიონული სამმართველოებისა და მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომელთა გადამზადებას, სერვისების მარკეტინგს, რაც გაზრდის ფერმერთა მიმართვიანობას. ყოველივე აღნიშნული, წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42