სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
პოლიტიკა - 13:32, 30 Dec, 2016     1045
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალბანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონ ევრომდე თანხით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება. სულ აღნიშნული პროექტის ღირებულება 10.3 მილიონ ევრომდეა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზღვარზე მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია ფინანსური თანამშრომლობის, ევროპასთან გაძლიერებული კავშირისა და ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაინერგება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განსავითარებლად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის საწინდარი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ასახულია ევრობანკის 2017 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კარგად ერგება 2017 წლის სტრატეგიას საქართველოსთვის, რომლის მთავარი მიმართულებებია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეგიონული კავშირების გაფართოების ხელშეწყობა. ველით, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდება,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის მთავარ წერტილს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42