პრეზიდენტი "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ქართული ტელემაუწყებლობის 60 წლისთავს ულოცავს
პოლიტიკა - 13:35, 30 Dec, 2016     1292
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ქართული ტელემაუწყებლობის 60 წლისთავს ულოცავს.
"გულითადად გილოცავთ პირველი ქართული ტელემაუწყებლობის დაარსებიდან 60 წლისთავს.
საქართველოში პირველი არხის გამოჩენამ არსებითად შეცვალა საზოგადოებრივი რეალობა. ტელევიზია საზოგადოებასთან ერთად ვითარდებოდა და, ამავდროულად, ხშირად განაპირობებდა კიდეც მისი განვითარების მიმართულებასა და ორიენტირებს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მედიამრავალფეროვნების გაჩენამ მხოლოდ გაზარდა თქვენი არხის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საქმეში.
დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ შესანიშნავ ჟურნალისტებს, წამყვანებს, ტექნიკურ პერსონალს - ყველას, ვინც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დარგის განვითარებას. განსაკუთრებით ვულოცავ იმ პირველ თაობას, რომელმაც ამ დიდი საქმის სათავეებთან მტკიცე საფუძველი შექმნა შემდგომი წინსვლისთვის. გილოცავთ და მადლობას გიხდით თქვენც, ვინც დღესაც ერთგულად იღწვით მართალი სიტყვის თითოეულ ადამიანამდე მიტანისთვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას"- აღნიშნავს მარგველაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42