ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:23, 29 Dec, 2016     2923

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა გამართა. კომისიამ აირჩია თავმჯდომარე - პეტრე ცისკარიშვილი, კომისიის მდივანი - ნინო კალანდაძე და დაამტკიცა კომისიის დებულება.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 6 დღის წინ პოლიტიკური საბჭოს 30-მა წევრმა კომისიის ექვსი წევრი დაასახელა. ჩვენ, კომისიის უკვე დასახელებულმა წევრებმა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მანამ არ ჩაგვეტარებინა სხდომა, სანამ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები არ დაასახელებდნენ კომისიის სხვა წევრებს. მეტიც, 25 დეკემბერს მივმართეთ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ეთხოვა პოლიტიკური საბჭოს წევრებისათვის, მონაწილეობა მიეღოთ კომისიის სრულად დაკომპლექტებაში, რაც, სამწუხაროდ, დღემდე არ მოხდა. კომისიის პირველი სხდომის კიდევ გადადება გამოიწვევდა ყრილობის საორგანიზაციო საქმიანობის შეფერხებას, ვინაიდან აუცილებელია რიგი საკითხების სწრაფად გადაწყვეტა. ამავე დროს ვაცხადებთ, რომ კომისიის დანარჩენი წევრების დასახელება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ეტაპზე, რასაც მივესალმებით.

კომისიის მუშაობის პრინციპია გამჭვირვალეობა და ჩართულობა. დღეს მიღებული დებულების მიხედვით კომისიაში მუშაობის სრული უფლება აქვთ:


პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სამდივნოს წევრებს,

საქართველოს პარლამენტში და აჭარის უზენაეს საბჭოში ენმ-ს წარმომადგენლობას,

საკრებულოს წევრებს,

საქალაქო/რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს.

ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ჩვენი თანაპარტიელი და მხარდამჭერი ჩაერთოს საორგანიზაციო პროცესში, გვქონდეს დისკუსია და განსხვავებული მოსაზრებების განხილვა.
საორგანიზაციო კომისიის წევრები მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ პროცედურულ საკითხზე, რომელსაც ჩვენი კოლეგები წარმოდგენენ. დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა რაიონული კონფერენციების საორგანიზაციო ტექნიკური რეკომენდაციების პროექტი. ჩვენ გადავწვიტეთ გადავდოთ ამ რეკომენდაციების განხილვა და მივმართავთ პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, მოგვაწოდონ თავიანთი მოსაზრებები. ჩვენი მიზანია შეთანხმების მიღწევა.
შეგახსენებთ, რომ კომისიის სრულად დაკომპლექტების პარიტეტული პრინციპი და ყრილობის ორგანიზების წესები დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ. საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა კომისიის ფარგლებში უნდა მოხდეს და არა ისევ პოლიტსაბჭოზე, სადაც შიდაპარტიული დაპირისპირების მეტი ალბათობაა.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს პოლიტსაბჭოში, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში და ხელი შეუწყონ ყრილობის ორგანიზებულად ჩატარებას. ნაციონალური მოძრაობის წევრების 20 იანვრის მრავალათასიანი შეკრება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42