"საქმეს აღარ ეშველება, ყრილობის შემდეგ ორ ახალ პარტიას მივიღებთ"
პოლიტიკა - 11:43, 29 Dec, 2016     9704

პოლიტოლოგი გია ნოდია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ფეისბუკზე ეხმიანება. პოლიტოლოგის თქმით ენმ-ს ყრილობის შემდეგ პარტია ორად გაიყოფა, რომელთაგან ერთი ძველი პარტიის ლეგალურ სახელწოდებას და ბეჭედს დაეუფლება


„ნაციონალებში“ მიმდინარე განხეთქილების ერთ-ერთი თემაა დამნაშავის ძიება: ვისი ბრალია თავად ეს განხეთქილება? სინამდვილეში რომელი მხარე ანგრევს პარტიას?

ხოდა, რის მიხედვით გავარჩიოთ მტყუან-მართალი?

მარტივი ტესტია. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას წარმოადგენს და მმართველობით გადაწყვეტილებებს იღებს კონკრეტული ორგანო, პოლიტსაბჭო. ვინც პოლიტსაბჭოს, როგორც ასეთს, ებრძვის (და არა მის ცალკეულ წევრებს), მის მუშაობას შეუძლებელს ხდის, ის ერჩის პარტიას, როგორც ორგანიზაციას. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია.

ვისთვისაც მიშა და პარტია აპრიორი ერთია, ვისი ერთადერთი არგუმენტია „მიშას გარეშე სად იქნებოდით“, ამას ვერ გაიგებს და მათ დარწმუნებას არც ვცდილობ. ისიც ვიცი, საქმეს ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, აღარ ეშველება (რაც ძალიან სამწუხაროა). ყრილობის შემდეგ ორ ახალ პარტიას მივიღებთ, რომელთგან ერთი ძველი პარტიის ლეგალურ სახელწოდებას და ბეჭედს დაეუფლება და მეორეს ეტყვის: რა განხეთქილება, რის განხეთქილება, რამდენიმე აბეზარი ადამიანი გამოგვეყოო. მაგრამ ეგდოს ეს პოსტიც, სიმართლე ხომ უნდა ითქვას."- წერს გია ნოდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42