გარემოს დაცვის სამინისტროში "ატმოსფერული გაფრქვევების ანგარიშგების ელექტრონული სისტემის" პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 10:29, 29 Dec, 2016     1362
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში - „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგება ელექტრონული სისტემის გამოყენებით“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. სასწავლო სემინარის მიზანი სამრეწველო სექტორის და გარემოსადცვითი საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების წლიური ანგარიშგების სწავლებაა. სემინარში ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემა (http://emoe.gov.ge/), რომლის საშუალებითაც მეწარმეები 2017 წლიდან შეძლებენ ელექტრონული ფორმით განახორციელონ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შესახებ ანგარიშგება, ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის განმახორციელებლები, რომელთაც აკისრიათ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შესახებ ანგარიშგების ვალდებულება, ავსებდნენ სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებს და მატერიალური სახით ყოველწლიურად წარუდგენდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე 2017 წლის 1 იანვრიდან სამინისტროსთან ანგარიშგება, იწარმოებს ელექტრონულად, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით. შესაბამისად, მეწარმეებს აღარ მოუწევთ აღრიცხვის ფორმების მატერიალურად შევსება და უწყებებში მიტანა, არამედ ექნებათ შესაძლებლობა, მარტივად, ელექტრონულად მოახდინონ ანგარიშგება.

აღნიშნული აღრიცხვა/ანგარიშგების ელექტრონული სისტემის დანერგვა, ერთის მხრივ გაუმარტივებს მეწარმეებს სამინისტროსთან ანგარიშგების პროცესს და შეუმცირებს სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე დახარჯულ დროს, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს გაფრქვევების შესახებ მაღალი სანდოობის ინფორმაციის ოპერატიულად მიღებას, ხარისხიან სახელმწიფო აღრიცხვას და მონაცემთა ბაზების ეფექტურად მართვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42