საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონი არ კრძალავს, რომ 2 არხის საინფორმაციო გამოშვება ერთი პირის ხელში იყოს.
"ანუ შესაძლებელია ერთ პირს ჰქონდეს თავისი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თავის გადაცემები, ანუ საერთო მაუწყებლობა ჰქონდეს, რომელიც ვრცელდება ინტერნეტით, თანამგზავრით, საკაბელო ქსელების საშუალებით. ერთადერთი რაღაც კითხვა შეიძლება გაჩნდეს, საეთერო მაუწყებლობისას შესაძლებელია თუ არა ორი ასეთი პარალელური არხის არსებობა. აქაც ძალიან სერიოზული კითხვა არის. მხოლოდ და მხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ"- თქვა ვახტანგ აბაშიძემ.
მისი თქმით, 2004 წლის რედაქციით კანონი ამბობს, რომ ერთ პირს აქვს უფლება ფლობდეს არა უმეტეს ერთ საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და საეთერო რადიო არხს.
"ანუ ეს იყო მიბმული შეზღუდული სიხშირის რესურსის არსებობასთან, მაშინ როდესაც ყველა ტელევიზია თავისი სიხშირული ლიცენზიით მაუწყებლობდა, არ მომხდარიყო ერთ ხელში კონცენტრაცია და უზრუნველყოფილიყო კონკურენცია და პრულარიზმი", - განაცხადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






