ამაზე კამათი არ არსებობს! არა! არ უნდა იყიდებოდეს!!!
არცერთ კაცმაცუნას და “ქალმაცუნას” არ აქვს უფლება ქართველი ერის გარეშე გადაწყვიტოს ეს საკითხი! ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას კბილებით.
ამ მიწისთვის ჩვენი წინაპარების სისხლია დაღვრილი, ჩვენი მამა- პაპის ძვლების სამარხია მთელი საქართველო და არ მივცემთ უფლებას მე და ჩემნაირები, რომ აქ სხვა ერი დასახლდეს და ჩვენი მიწები წაიღონ…
მიწას გაუფრთხილდით ადამიანებო. პატრიარქი მარტო არ არის ქალბატონო წულუკიანო, ჩვენ, ვისაც ასე გვიყვარს ქართული მიწა, ჩვენც მის მხარეს ვართ!!!
ქართული მიწა არავის საკუთრება არ არის, რომ მთავრობის ზოგიერთი ერთუჯრედიანი ადამიანი წყვეტდეს მის ‘აღებ-მიცემობას’.
მე მიყვარს ჩემი მიწა, საიდანაც დღემდე ფეთქავსს თამარის, დავითისა და ერეკლეს ომებში დაღუპული მებრძოლი გმირების გულები!
საქართველო არ იყიდება!!!
ჩვენი მიწა მხოლოდ ქართველი ხალხის ხვედრია და განუყოფელი ნაწილი! უკაცრავად წულუკიანი, მაგრამ ქართული მიწის გაყიდვა ნიშნავს, ჩვენი ხორცისა და სულების, ჩვენი ისტორიის გაყიდვას…
ამას კი არ დავუშვებთ!!!
მიწას გავუფრხილდეთ ადამიანებო! “
ეს აღშფოთების და პროტესტის გამომხატველი პოსტი ლექტორსა და პოეტს თამარ ხელაძეს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






