2017 წელს ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა იგეგმება
პოლიტიკა - 13:51, 28 Dec, 2016     7448
დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-ნაგებობების კუთხით დაგეგმილ დიდ პროექტებზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, 2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვ. დავით ნარმანიას თქმით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისში ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2017-ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, ასევე, რაგბის ახალი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი

მოედანი განლაგდება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. კომპლექსი მასშტაბურია და 2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა თამაშების ერთ ნაწილს.

„პროექტების ბოლოს კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გუშინ საკრებულომ განიხილა და მიიღო ქვენორმატიული ცვლილებების პაკეტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ გადასახადებსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს შეეხებოდა. შესაბამისად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, შესაძლებელი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 52,3 მლნ ლარის მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42