პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს
პოლიტიკა - 13:41, 28 Dec, 2016     1518
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი „ნატვრის ხის“ ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს.

კონცერტი, რომლიდანაც შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, დღეს, 21:30 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში კონცერტის ორგანიზატორს, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და კონცერტის მონაწილე უცხოელ შემსრულებლებს სიტყვით მიმართა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივესალმო ქალბატონ ნინოს და მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სახელით, იმისთვის რასაც აკეთებს ჩვენი ბავშვებისთვის, ვისაც დახამრება სჭირდება.

მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც გაერთიანდა ყველაზე მაღალი ღირებულების ჰუმანიზმის ირგვლივ და ჩამოვიდა ჩემს სამშობლოში იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვების ჯანმრთელობას.

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც ყველაზე მაღალ ჰუმანურ ღირებულებას ემსახურებით და ამავე დროს, ჩვენ ამ სამსახურის მაგალითს გვაძლევთ.

დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ეს არაჩვეულებრივი კონცერტი, რომლითაც მთელი ქართული საზოგადოება იზეიმებს ხელოვნების უნარს დაძლიოს ტკივილი, დაძლიოს ავადმყოფობა და შექმნას ჰუმანიზმის არაჩვეულებრივი პრეცედენტები. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა ამ ნაბიჯისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42