ხაჯიმბა გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვის ბინადრობის მოწმობების გაცემას აპირებს
პოლიტიკა - 12:45, 28 Dec, 2016     3350
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე დე ფაქტო საგარეო უწყების მუშაობის შედეგები შეაფასა. რაულ ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი აგრძელებს და აძლიერებს იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნეს. ამასთანავე მან ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს აფხაზეთის თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ხაჯიმბამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის აფხაზეთთან მიმართებაში რაიმე სარგებელს არ იძლევა, თუმცა მაინც საჭიროა იმისთვის, რომ აფხაზეთმა მსოფლიო საზოგადოებას საკუთარი პოზიციები გააცნოს:

„მე ცოტა ხნის წინ შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ჟენევის დისკუსიაში მონაწილეობენ. ჩვენ ვისაუბრეთ და ვფიქრობ ურთიერთთანხმობას მივაღწიეთ იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ჟენევის დისკუსიები ჩვენ გვჭირდება როგორც შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი პოზიცია გავაცნოთ. მაგრამ მეტი არაფერი! ჟენევის დისკუსიები არაფერს დადებითს არ იძლევა კონკრეტულად აფხაზეთთან მიმართებაში. საუბარი მიდის გარკვეულ ჰუმანიტარულ ასპექტებზე, მაგრამ როდესაც დგება საკითხი: ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ და ჩვენც ისეთივე უფლებები გვაქვს, როგორც თქვენ, მაშინ რატომ არ ვრცელდება მათი დაცვა ჩვენზეც? რატომ არ შეუძლიათ ჩვენს სპორტსმენებს და არტისტებს მშვიდად დატოვონ ქვეყნის საზღვრები და ამა თუ იმ ქვეყანას ეწვიონ? რატომ გვთხოვენ გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებების დაცვას? ვინ თქვა, რომ მათი უფლებები ილახება? გამოგონილი ისტორიები კარგს არაფერს გამოიწვევს! აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზ ხალხს, მიუხედავად მისი ეროვნული შემადგენლობისა, აქვს უფლება ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა დადგენილი!“- განაცხადა ხაჯიმბამ.

რაულ ხაჯიმბა ასევე გამოეხმაურა გალის რაიონის მაცხოვრებლების პასპორტიზაციის საკითხსაც. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, ხელისუფლება გალის რაიონის მაცხოვრებლებს ადაპტაციაში უნდა დაეხმაროს, ახალი შესაძლებლობების გაჩენის გზად კი ხაჯიმბა, გალის რაიონის მაცხოვრებლებზე ბინადრობის უფლების გაცემას ხედავს. მისი თქმით, ეს ხელისუფლებისთვისაც კარგი იქნება, რადგან ქვეყნის მოსახლეობაზე უფო დაზუსტებული ინფორმაცია ექნება:

„სამწუხაროდ პროცესი გაჭიანურდა. ჩვენ ვთქვით, რომ პროცესი საუკეთესო სცენარით არ განვითარდა, იყო უხეში დარღევები. თუმცა ახლა გალის რაიონის მაცხოვრებლები, რომელთაც სამხედრო ქმედებებთან კავშირი არ ქონიათ და ამ ტერიტორიაზე უწყვეტად ცხოვრობენ, მომართვის შემთხვევაში ჩვენ მოქალაქეობას მივანიჭებთ და ეს ასეც ხდება. რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, სამწუხაროდ ამ საკითხზე პარლამენტმა და მთავრობამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. შემოთავაზებული იყო სხვადასხვა ვარიანტები, იმისთვის, რომ პროცესი დაწყებულიყო. ბინადრობის ნებართვა- ეს არის სტატუსი, რომელიც ადამიანებს საშუალებას მიცემს გარკვეულ ტერიტორიაზე დაფუძნდეს. ხელისუფლებას კი თავის მხრივ საშუალებას მიცემს, იცოდეს რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, რა რაოდენობის სამუშაო ძალაა ქვეყანაში და როგორც აფხაზეთის მაცხოვრებლებისგან რა შემოსავალი იქნება მათგან ბიუჯეტში. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს, რისი უნდა გვეშინოდეს? ვფიქრობ ეს მორიგი პოლიტიკური აურზაურია. გალის რაიონში მაცხოვრებელი ბევრი ადამიანი არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, არ უნდათ აფხაზურ ჯარში მსახურება. მოდით, მოვახდინოთ მათი ადაპტაცია სხვა პირობებთან და შესაძლებლობებთან, დარწმუნებული ვარ გარკვეული დროის შემდეგ ისინი თანდათანობით სხვა სტატუსზეც გადავლენ“- განაცხადა ხაჯიმბამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42